რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ჟიტიმორზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ ჟიტიმორის მერი სერგეი სუხომლინი იუწყება.
მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ დააკავეს ორი პირი, რომლებმაც რაკეტის ჩამოვარდნისას ობიექტს ფოტოები ფარულად გადაუღეს.
ამასთან დაკავშირებით მერმა ჟიტომირის მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ნახეთ ვინ არის თქვენს ირგვლივ, რადგან ისეთი ვითარებაა, რომ ქალაქში უამრავი ადამიანია, რომელიც აქ „რუსულ მშვიდობას“ ელოდება“, – განაცხადა სუხომლინმა.