რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ გირნიკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 8 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
„მტრის დარტყმის ადგილზე მაშველებმა დაჭრილი ბავშვი იპოვეს. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს უკრაინული მედია.
ამავე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არის 16 წლის ბიჭი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
დაზიანდა სახლები და მანქანები.