ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენში გადასვლას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. გამონაკლისი არც რუდი გარსია გახლავთ, რომელიც რამდენიმე თვე ნაპოლიში ქართველი ფეხბურთელის მწვრთნელი იყო.
რუდი გარსია:
„ხვიჩა კვარაცხელიას სიმძლავრე პირველ რიგში, განპირობებულია მისი დრიბლინგის უნარით. მცველთან პირისპირ იდეალურად თამაშობს. ასევე ორივე ფეხს იდეალურად ხმარობს. ნამდვილად მნიშვნელოვანია გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლა. მას ნებისმიერი დაცვის ხაზის გარღვევა შეუძლია.ხვიჩას მარცხნივ თამაში და ბურთის სიღრმისეულად მიღება უყვარს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, სხვა გუნდებმა მისი თამაში შეისწავლეს. სერია ა-ში მის წინააღმდეგ მუდამ 2 ან 3 ფეხბურთელი თამაშობდა. მას მომენტების რეალიზების პრობლემა ჰქონდა და ამ კომპონენტში გაუმჯობესება სჭირდება.
სისტემასთან მორგება? რა თქმა უნდა, მას თავისუფლად შეუძლია. საქართველოს ნაკრებში მასთან ერთად გიორგი მიქაუტაძე თამაშობს. ორივეს დიდი თავისუფლება აქვს. ასე რომ, კვარას ადაპტაციის გავლა არ გაუჭირდება და ბურთით საკმაოდ სწრაფია. პარი სენ ჟერმენში დიდი კონკურენცია ელის, რაც მისთვის სიახლე იქნება.
ნეაპოლში ის ვარსკვლავად ითვლებოდა. პარიზში მისი კონკურენტი ბრედლი ბარკოლაა. ლუის ენრიკეს ბევრი ფიქრი მოუწევს. ხვიჩას დონის ფეხბურთელის გაწვრთნა ადვილია. ჩვენ ვსაუბრობთ წყნარ ბიჭზე, თუნდაც გაბრაზებულმა ბოთლს ფეხი დაარტყას. ის ჯერ მხოლოდ 23 წლის არის.
ეს ტრანსფერი პარი სენ ჟერმენს ნამდვილად გააძლიერებს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებში. ახლა მას საკმაოდ მალე მოუწევს ინტეგრირება. იტალიაში გატარებული პერიოდი დაეხმარება. მას შესანიშნავი ხასიათი, გონება და ძალა აქვს. კვარაცხელია მართლა რაღაცით ჰგავს რიბერის, მაგრამ მე ასევე მყავდა ჟერვინიო, რომელსაც დრიბლინგის განხორციელება დიდებულად შეეძლო.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდა. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით არ შედგა, რადგან 2024 წლის ზაფხულში გადაგზავნილი განაცხადი განახლებული არ არის. განაცხადის განახლება ჩემპიონთა ლიგის ფაზის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, ზურიკოს და ხვიჩას გუნდები ერთმანეთს მიმდინარე წლის 30 მარტს დაუპირისპირდებიან.