,,წუხელ ყურადღებით ვუყურე გადაცემას „ღია ეთერი“, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე, საუბრობდა. მდგომარეობა, რომელიც მან საქართველოზე საუბრისას აღწერა, ძალიან ჰგავს რეგიონის არაერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ვითარებას.
ჩვენი რეგიონის ქვეყნები დგანან ენერგეტიკული დამოკიდებულების წინაშე (ელექტროენერგია, გაზი და წიაღისეული საწვავები), მაშინ როცა შესაბამისი რესურსებიც გაგვაჩნია. ეს რეგიონული განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს კოლექტიურ ძალისხმევას ორი ძირითადი დაბრკოლება ეღობება:
პირველი — კლიმატის ცვლილება;
მეორე — გეოპოლიტიკური ზემოქმედება, რომელიც გამოწვეულია ჩვენზე თავსმოხვეული ომებით ან დაწესებული სანქციებით.
რაში მდგომარეობს ამ პრობლემის გადაჭრა?
რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელების შექმნაში (ენერგიისა და წყლის მილსადენები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სატელეკომუნიკაციო ქსელები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ავტომაგისტრალები და სარკინიგზო კავშირები).
ამ ქსელებისა და ინფრასტრუქტურის დაკავშირებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის რესურსების მართვის ეროვნულ კომისიების შორის რეგულარული და უწყვეტი თანამშრომლობა, ასევე ენერგორესურსების სამართლიანი ტარიფირება.
ამ გზით შესაძლებელია ენერგეტიკული კრიზისების პრევენცია და იმ პერიოდებში, როდესაც ერთ ქვეყანაში მოთხოვნა დაბალია, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ჭარბი რესურსების ზუსტი ტარიფირების საფუძველზე იმ ქსელებში ინტეგრირება, რომლებიც აკავშირებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის ქვეყნებს რუსეთთან და ევროპასთან.
ეს რეგიონულ ეკონომიკაზე დაფუძნებული მოდელი შეიძლება გახდეს ევროპისა და აზიის მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის საფუძველი.
ერთი სიტყვით, ყველას გვჭირდება დიალოგი აზია-ევროპის ენერგეტიკული კავშირის შესაქმნელად და ამ საერთო გზაზე შუა დერეფანი შეიძლება იყოს ამ კონტაქტისა და კავშირის მთავარი წერტილი”-წერს ირანის ელჩი სოციალურ მედიაში.

