კვირა, მაისი 18, 2025

რომის პაპმა პირობა დადო, რომ ავტოკრატი არ იქნება

ვატიკანში რომის ახალი პაპის – ლეო XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ის თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა.

ქადაგებისას პაპმა მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობას და არ იქნება ავტოკრატი. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის მისიას „შიშითა და თრთოლით“ იღებს, მაგრამ როგორც 1,4 მილიარდი კათოლიკეს ლიდერი არ დანებდება თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე და პაპ ფრანცისკეს საქმეს გააგრძელებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ბრძოლა სიღარიბესთან და გარემოს დაცვა.

მან ასევე გააკრიტიკა „სიძულვილი, ძალადობა, ცრურწმენა, განსხვავებულობის შიში და ეკონომიკური პარადიგმა, რომელიც დედამიწის რესურსების ექსპლუატაციას ეწევა “.

ლეოს თქმით, კარდინალებმა, რომლებმაც მას ხმა მისცეს, „აირჩიეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქრისტიანული რწმენის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნება და ამავდროულად მომავლისკენ ყურება, რათა პასუხი გასცეს თანამედროვე სამყაროს პრობლემებს, გამოწვევებსა და კითხვებს“.

ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ – მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავარია ქუთაისში – მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ავტომობილი ელექტრობოძს შეეჯახა. სააგენტოს ცნობით, მანქანაში სამი მოზარდი იმყოფებოდა. ორი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ავარია ქუთაისში – მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ავტომობილი ელექტრობოძს შეეჯახა. სააგენტოს ცნობით, მანქანაში სამი მოზარდი იმყოფებოდა. ორი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

თათული ედიშერაშვილი ქმრის, შვილებისა და ცხოვრების მთავარი როლების შესახებ

ჩემი შვილები, ჩემი ნანიკო და სესე. ძალიან მაგარი გოგოები არიან. ვერ ვისაუბრებ, როგორ მიყვარს ისინი, მაგრამ, გარდა ამისა, რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს ორივე, როგორც ადამიანები, როგორც პერსონები. მუდმივად აღფრთოვანებული ვარ მათით, მაგრამ მათ ნაკლსაც ვხედავ, შენიშვნასაც ვაძლევ, მკაცრი და დისციპლინირებული დედა ვარ.მე მგონია, რომ თუ სწორად დაგეგმე დრო, ოჯახი და კარიერა შეთავსებადია. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი აქვს ჩემს მეუღლეს, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ღამე შეიძლება გავატარო რეპეტიციაზე ან გადაღებაზე. მენდობა და არ მამოწმებს, მართლა იქ ვარ თუ არა და მართლა ამას ვაკეთებ თუ არა, მნიშვნელოვანია გვერდით ვინ გყავს, ზურგს ვინ გიმაგრებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეუღლეს კარგი მოთმინების უნარი აქვს", - ამბობს თათული ედიშერაშვილი.

ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს

რუმინეთში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის ამჟამინდელი მერი ნიკუშორ დანი ლიდერობს ხმათა 54.9 პროცენტით. ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერს, ჯორჯე სიმიონს კი 45.10 პროცენტი აქვს.ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ნიკუშორ დანიმ მხარდაჭერებს მიმართა. მისი თქმით, წინსვლის გზა არის სასამართლოსა და ადმინისტრაციული რეფორმა. დანიმ ასევე მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ რუმინულმა საზოგადოებამ შთამბეჭდავი სიძლიერე გამოავლინა.რუმინეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და 65 პროცენტი შეადგინა. საარჩევნო უბნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო 21:00 საათზე დაიხურა. ამასთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუმინელებს პარასკევიდან ჰქონდათ ხმის მიცემის შესაძლებლობა.შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.

18 წლის ბრიტანელი გოგო, რომელიც თბილისის აეროპორტში 14 კილოგრამი ნარკოტიკით დააკავეს, საერთაშორისო და ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია – დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ამბობს,...

საქართველოში ნარკოტიკის შემოტანისთვის - 18 წლის ქალს 20 წალმდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრიტანეთის მოქალაქის საგაზაფხულო არდადეგები ქართულ ციხეში სრულდება. ახალგაზრდა ქალი ქვეყანაში ტაილანდიდან ჩამოვიდა და სამგზავრო ჩანთით 12 კილოგრამი მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში შემოიტანა."კურიერი P.S."-მა დაკავებული ახალგაზრდის მამას თბილისში მიაგნო. როგორ აღმოჩნდა საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულის ჩემოდანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი? დაკავებულის ოჯახს კითხვაზე პასუხი არ აქვს. გაირკვა ისიც, რომ მშობლები ქალიშვილს უკვე 2 კვირაა ეძებენ, იმყოფებოდნენ ტაილანდშიც, თუმცა იქ გაიგეს, რომ მათი შვილი დაკავებული იყო, თანაც ტაილანდიდან ძალიან შორს.ვილიამ კალი დასთან ერთად, "კურიერი P.S.-მა", თბილისში ჩამოსვლის დღეს გადაიღო. მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ ქალიშვილის უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობაზე არაფერი იცის.მამა შვილს ჯერ ტაილანდში ეძებდა, შემდეგ კი გაიგო, რომ გოგონა თბილისის აეროპორტში ნარკოტიკით სავსე ჩემოდნით დააკავეს.18 წლის ქალიშვილისთვის ის ახლა კერძო ადვოკატს ეძებს, ითხოვს ქალთა ციხეში შვილთან შეხვედრასაც.თბილისი, 11 მაისი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჟადან თვითმფრინავი დაეშვა. მებაჟე ოფიცრებს კონტროლის ფარგლებში, ნებისმიერი მგზავრის შეჩერების უფლება აქვთ. სკანერის მეშვეობით შეუძლიათ მისი ბარგის და სხეულის შემოწმებაც. ვითარების შესაბამისად, საქმეში კინოლოგების ჯგუფიც ერთვება.18 წლის ბრიტანელი გოგონა სხვა მგზავრებთან ერთად, ჩაბარებულ ჩემოდანს ელოდებოდა. მის ქცევაში საეჭვო არაფერი ყოფილა, განსხვავებით ჩემოდნისა, რომელმაც მფლობელთან მისვლამდე რენტგენოსკანერი გაიარა. მებაჟემ ეკრანზე უცნაური მასა შენიშნა.თავის მართლებამ ვერ უშველა - დაახლოებით მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკით, აეროპორტში დააკავეს.სანამ პატიმრობას შეუფარდებდნენ, ბელა მეიმ სასამართლო დარბაზში ბრალს დუმილით უპასუხა, მხოლოდ ის თქვა, რომ ფეხმძიმედ არის. ვიდრე მამა მისთვის კერძო ადვოკატს დაიქირავებს, დაკავებულის ინტერესებს სახელმწიფოს მიერ დანიშნული საზოგადოებრივი დამცველი იცავს.გზა სტუდენტობიდან ქართულ ციხემდე. უცხოური მედიის ინფორმაციით, პროფესიით მომავალი მედდა, 18 წლის ბელა მეი კალი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრის, გარდაცვლილი ფრენკ კუკის შთამომავალია. გოგონა ოჯახთან ერთად ბილინგემში ცხოვრობს. აპრილის ბოლოს სამოგზაუროდ ჯერ ფილიპინებში გაემგზავრა, დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადავიდა ტაილანდში. 5 მაისის შემდეგ, ოჯახს არ დაკავშირებია.telegraph-ი აქვეყნებს ფოტოებს, რომელიც ბელა მეიმ ტაილანდიდან გააზიარა, მათ შორის არის პოსტი, სადაც ის ფულს აჩვენებს და მის ისტორიას ცნობილ ამერიკელ მძარცველებს, შეყვარებულ წყვილს ბონის და კლაიდს ადარებს. ბელა მეიმ სოციალურ ქსელებში აქტივობა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყვიტა. ოჯახმა ძებნა დაიწყო - ჩაერთო მედიაც. სწორედ ამ დროს ქალიშვილის მოსაძებნად ტაილანდში გაემგზავრა მამა. იქ პოლიციამ შეატყობინა, რომ მისი ქალიშვილი საქართველომ დააკავა."ბიბისი", "გარდიანი", "ტელეგრაფი", "მირორი" და სხვა გამოცემები - უკვე რამდენიმე დღეა 18 წლის ბრიტანელის 14 კილოგრამი ნარკოტიკით დაკავება საერთაშორისო და ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. სწორედ პრესის ფურცლებიდან ვკითხულობთ ბრალდებულის ბაბუასთან ინტერვიუს.იცოდა თუ არა რა მოჰქონდა ჩემოდნით? ჰყავდა თუ არა საქართველოში მოკავშირე და საით ჰქონდა გეზი თბილისიდან? - ამ შეკითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.პროკურატურას 18 წლის ბრალდებულისთვის ოჯახთან შეხვედრა ან ციხიდან ზარები შეზღუდული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსული მამა, ბელა მეი კალის სავარაუდოდ ქალთა ციხეში უახლოეს დღეებში შეხვდება. ბრიტანელი გოგოს ქმედება კი, შესაძლოა დიდი საერთაშორისო ნარკოდანაშაულებრივი სქემის ნაწილი იყოს. პატიმარს ახლა ერთი შანსი აქვს - უმძიმესი სასჯელის შემსუბუქება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს.ვინ დგას დანაშაულებრივი სქემის სათავეში - გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, პირველ ივლისს 18 წლის ბელა მეი კალის წინასასამართლო სხდომაზე კიდევ უფრო მეტი დეტალი გასაჯაროვდეს.

ბოლო სიახლეები