რომის პაპმა უკრაინაში ბავშვებისა და დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას „ბარბაროსობა“ უწოდა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ილოცა. ამის შესახებ AFP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას განაცხადა, რომელსაც დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დაესწრო.
„შეწყვიტეთ შეტევები, სანამ ქალაქები სასაფლაოებად არ გადაიქცა. ღვთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა“, – განაცხადა პონტიფექსმა.
მან მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქი ქალწული მარიამის სახელს ატარებს და „იმ ომის შედეგად იტანჯება, რომელიც ანგრევს უკრაინას“.