რომი პაპი ლეო XIV ნაციონალისტურ პოლიტიკურ მოძრაობებს აკრიტიკებს. ამის შესახებ მან წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო მესის დროს ისაუბრა.
ქადაგებისას პონტიფიკოსმა უფალს შესთხოვა, რომ „გახსნას საზღვრები, დაანგრიოს კედლები და გაფანტოს სიძულვილი“.
„სადაც არის სიყვარული, იქ არ არის ადგილი ცრურწმენებისთვის, „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც ჩვენ მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ასევე აღზევებულს პოლიტიკურ ნაციონალიზმში“, – თქვა რომის პაპმა.
რომის პაპის თქმით, „სული წმინდა ანგრევს ბარიერებს და ანადგურებს გულგრილობისა და სიძულვილის კედლებს, რადგან ის გვასწავლის და გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს“.
ლეო XIV რომის პაპად 8 მაისს აირჩიეს. ის პირველი ამერიკელი პაპი გახდა.
აღსანიშნავია, რომ რომის პაპად არჩევამდე კარდინალი პრევოსტი არ ერიდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას.