რომის პაპი ლეო XIV ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებისკენ მოუწოდებს.
რომის პაპმა ანკლავში არსებულ ვითარებას შემაშფოთებელი და დამამწუხრებელი უწოდა.
„კვლავ გულმხურვალედ მოვუწოდებ, რათა დაშვებული იყოს ჰუმანიტარული დახმარება და დასრულდეს საომარი მოქმედებები, რომლის გამანადგურებელ ფასს იხდიან ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები“, – განაცხადა რომის პაპმა, ლეო XIV-მ.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ დამარცხების გეგმის ფარგლებში ისრაელი მთელ ღაზის სექტორს გააკონტროლებს.