გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელიც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო მეთექვსმეტემ ვატიკანში, პაპის რეზიდენციის ფანჯრიდან თავისი პირველი მიმართვის დროს განაცხადა.
რომის პაპმა ქრისტიანებს თანაგრძნობის გამოხატვისკენ მოუწოდა. ეს არის პირველი შემთხვევა 2 თებერვლის შემდეგ, როდესაც რომის პაპი საკვირაო ქადაგებით გამოჩნდა წმინდა პეტრეს მოედანზე.
„ჩვენი ლოცვა ომისგან დაზარალებული ყველა ხალხისადმია მიმართული. ჩვენ გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ მათ, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული. მოდით, გადავწყვიტოთ, ყველგან მივიტანოთ ღმერთის სიყვარული და არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი თითოეული და და ძმა ღვთის სამყოფელია და რომ მისი ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება პატარებში, ღარიბებსა და ტანჯულებში, რომლებიც გვთხოვენ, ვიყოთ გულისხმიერი და თანამგრძნობი ქრისტიანები“, – განაცხადა რომის პაპმა.