ოპოზიციონერი დეპუტატი, „ნაცმოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას უღალატა.
„მმართველმა გუნდმა თავისებურად განმარტა ამნისტიასთან დაკავშირებული და, ფაქტობრივად, ახლა ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომლებმაც 20 ივნისს კანონი დაარღვიეს. მათ ამნისტია საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგეს“, – განაცხადა გოცირიძემ.