ის, რაც დმანისში მოხდა, ხდებოდა ყოველთვის, ყოველ წელიწადს ამ 9 წლის განმავლობაში, როდესაც არჩევნები ტარდებოდა, – ამის შესახებ რომან გოცირიძემ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ ინციდენტში დამნაშავე გათავისუფლდება.
„ამ 9 წლის განმავლობაში, ვინმე გინახავთ სასჯელმისჯილი და დაპატიმრებული? ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ვიღაც ნაძირალა დამნაშავეს, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანები და შემდეგ გამოუშვებენ“, – აღნიშნავს გოცირიძე.
