რომან აბრამოვიჩმა Telegram-ში ინვესტიცია ჩადო Telegram-ში

Read Time:36 Second

რომან აბრამოვიჩმა Telegram-ში ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ Rimerussia წერს.

Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ კომპანიამ 850 მილიონი დოლარი 81 ინვესტორისგან მოიზიდა. გავრცელებული ცნობით, აქედან აბრამოვიჩმა 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა ერთ-ერთი ბეჭდური მედიის წყაროს თუ დავეყდნობით, რუსი ბიზნესმენების ინვესტიცია ამ კომპანიაში 20 მილიონ დოლარს არ აღემატება.

იანვარში Telegram-ის განვითარებაში 70 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ აქედან 62 მილიონი Telegram-ის სერვერის მხარდაჭერას მოხმარდა.

Telegram – ეგრეთ წოდებული კროსპლატფორმული მესენჯერია, რომლითაც მომხმარებლები შეტყობინებებს და სხვადასხვა ფორმატის მედიაფაილებს ცვლიან. გამოიყენება პროპრიეტარული სერვერული ნაწილი დახურული კოდით, რომელიც მუშაობს აშშ-ის და გერმანიის რამდენიმე კომპანიის სიმძლავრეზე. მისი მთავარი დამფინანსებელიპაველ დუროვია . პროექტის შექმნელების ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბრისთვის სერვისის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 180 მილიონი ადამიანი იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Sony 2018 წელს Xperia XZ2 Pro-ს და XZ2-ს გამოუშვებს
Next post Google-ის ჭკვიანი საათები Android Oreo 8.0 განახლებას მიიღებს