სამშაბათი, თებერვალი 4, 2025

„როიტერი“ – რუსეთი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილად მოიაზრებს

რუსეთი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილად მოიაზრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენლები საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სხვადასხვა შეხვედრებს მართავენ.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რუსეთში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა ამ გეგმასთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი დიპლომატი და სპეცსამსახურების წარმომადგენელი მიუთითებს იმ მჭიდრო სამხედრო და უსაფრთხოების კავშირზე, რომელიც საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აშშ-სთან აქვთ.

„როიტერი“ წერს, რომ საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც ცნობილია, ტრამპსაც და პუტინსაც კარგი ურთიერთობა აქვთ საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელებთან.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას „სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასა და რუსეთთან“ შეხვედრები აქვს გეგმაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: „ჩავხედე მერე მორიდებით, ვიფიქრე დისიდენტი ხომ არ ყავდა მამათქო… აღმოჩნდა, რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი.

„ეს თავხედი... ჩავხედე მერე მორიდებით, ვიფიქრე დისიდენტი ხომ არ ყავდა მამათქო... მამამისის მხატვრობას მე არ ვეხები, მშვენიერი მხატვარია ბატონი გურამი. აღმოჩნდა, რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი. რამდენიმე რუსეთის ჯილდოს მფლობელი. ახლა, მე მაქვს უფლება ვილაპარაკო, რომ ეს ქალი გამოშვებული იყო ხაზარაძის მიერ. იმ ხაზარაძის მიერ, რომელმაც თავის დროზე კოსტავას მოუქნია ფეხიო...“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ თეონა დოლენჯაშვილზე საუბრისას  განაცხადა.  

USAID-ი მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად – ილონ მასკი

ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად. „USAID მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად“, – წერს მასკი სოციალურ ქსელში და აზიარებს მაიკ ბენცის პოსტს. ბენცი, თავის მხრივ, აქვეყნებს ფოტოებს, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოთხოვნების ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ მედიაორგანიზაციები უნდა დათანხმდნენ სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას. „რატომ აძლევდა USAID-ი მედიაორგანიზაციებს ინსტრუქციას მსოფლიოს გარშემო, რომ დათანხმებოდნენ „სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას“ სოციალური მედიის ნარატივების კოლექტიური ცენზურისთვის?“, – წერს მაიკ ბენცი.

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა სქიმმონოზონი მართა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) დედა. იგი დასვენებულია ურბნისში, წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის საკათედრო ტაძარში. დაკრძალვა შედგება სამშაბათს, 4 თებერვალს,14:00 საათზე, მონასტრის ეზოში. ვუსამძიმრებთ მეუფე იობს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დედა მართას ხსოვნა და შევთხოვთ უფალს აცხონოს მისი სული“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მძიმე ავარია მარნეული-თბილისის მაგისტრალზე – არის მსხვერპლი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის მაგისტრალზე. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი იყო მობილიზებული.

VIDEO: ვთვლი, რომ მისი უპირველესი პროფესია, ანაკლიის პორტის კონსორციუმის მენეჯერობაა და არა მწერლობა, ეს მწერლობა, მე მგონი უკვე მამუკა ხაზარაძის ნაჩუქარი მწერლობაა… – თაკო...

„მე ვთვლი, რომ მისი უპირველესი პროფესია, ანაკლიის პორტის კონსორციუმის მენეჯერობაა და არა მწერლობა, ეს მწერლობა, მე მგონი უკვე მამუკა ხაზარაძის ნაჩუქარი მწერლობაა...“ - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „აბა ახლა მწერალია თეონა დოლენჯაშვილი?! არ ვიცი,  მე გავიზარდე ოთარ ჭილაძის მწერლობაზე, ოთარ ჩხეიძის მწერლობაზე, მურმან ლებანიძის, ჯემალ ქარჩხაძის...“, - განაცხადა ჩარკვიანმა.  

ბოლო სიახლეები