პარასკევი, თებერვალი 6, 2026

„როიტერი“ – ომანში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ს სურს, ირანთან მოლაპარაკებები მოიცავდეს ბირთვული პროგრამის, ბალისტიკურ რაკეტების და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს

თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ომანში დღეს ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს გამართავენ.

როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს დიპლომატია თეირანსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივ ბირთვულ დავასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებს სურს, რომ მოლაპარაკებები მოიცავდეს ირანის ბირთვული პროგრამის, მისი ბალისტიკური რაკეტებისა და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს.

მოლაპარაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა Khorramshahr 4 განლაგდა „რევოლუციური გვარდიის“ ერთ-ერთ უზარმაზარ მიწისქვეშა სარაკეტო კომპლექსში.

„ვიმედოვნებთ, ამერიკული მხარეც ამ პროცესში პასუხისმგებლობით, რეალიზმითა და სერიოზულობით მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ.

პარალელურად, აშშ-მა სპარსეთის ყურეში საზღვაო ძალები გააძლიერა, რასაც ტრამპმა მასიური არმადა უწოდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი ცდილობს, დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს აფრთხილებს – „გქონდეთ ირანიდან წასვლის გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე“

ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-თან, გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა კონტაქტების, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ბრალი არ არის, წინა ადმინისტრაციის ბრალია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატო-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა.„საქართველო პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ნატო-ს წევრი თუ არა წევრ ქვეყნებთან. ჩვენ ვართ მეოთხე ადგილზე ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორისაც იმ კონტინგენტით, რომელიც გვყავდა გაგზავნილი ავღანეთში. ეს არის ქართული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვენახა გვერდში დგომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ვნახეთ ძირის გამოთხრის მცდელობა ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დანაშაულია ბაიდენის ადმინისტრაციის, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოასწორებს, ჩვენ ამის მზაობა გვაქვს, ეს არაერთხელ განგვიცხადებია. ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც სამყაროში ხდება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – შეხვედრებისა და კონტაქტების გარდა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სრულად აღდგენას ველოდებით, ბაიდენის ადმინისტრაციის ბრალია, რომ აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა გაიფუჭა

ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-თან, გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა კონტაქტების, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ბრალი არ არის, წინა ადმინისტრაციის ბრალია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატო-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა.„საქართველო პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ნატო-ს წევრი თუ არა წევრ ქვეყნებთან. ჩვენ ვართ მეოთხე ადგილზე ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორისაც იმ კონტინგენტით, რომელიც გვყავდა გაგზავნილი ავღანეთში. ეს არის ქართული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვენახა გვერდში დგომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ვნახეთ ძირის გამოთხრის მცდელობა ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დანაშაულია ბაიდენის ადმინისტრაციის, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოასწორებს, ჩვენ ამის მზაობა გვაქვს, ეს არაერთხელ განგვიცხადებია. ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც სამყაროში ხდება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – რამდენიმე წელია, ჩარევა ხდება ჩვენ შიდა პოლიტიკაში, ამავე დროს ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება, ქვეყანა იყოს მედეგი ამის წინააღმდეგ, ასე რომ, ევროპის საბჭოს...

ბოლო რამდენიმე წელია, ჩარევა ხდება ჩვენ შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ბრიუსელის დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს აქვს კარგი გამოცდილება, როგორ ებრძოლოს ჩარევას და ამ მხრივ გამოცდილებას ევროპის საბჭოს გაუზიარებს.„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს აქვს შექმნილი სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს უცხოური საინფორმაციო ჩარევის საკითხებზე. ექსპერტთა ჯგუფმა შექმნა გარკვეული დოკუმენტი, ევროპის საბჭომ მინისტრთა კომიტეტის წევრებს სთხოვა მოსაზრებების წარდგენა, შესაბამისად, ჩვენ, ისევე, როგორც სხვა უწყებები, ჩართული ვართ, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გავუზიაროთ ევროპის საბჭოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ორივენაირი გამოცდილება, როგორც სამიზნე უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და ზოგადად ჩარევის, მეორე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი გამოცდილება, როგორ ვებრძოლოთ ამგვარ ჩარევას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ეს ჩარევა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენის დათესვა, რომელიც, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში  ბრიუსელის დაფინანსებით ხდება და ამ სიძულვილის წაქეზებით, დეზინფორმაციით, როგორ მიჰყავთ ადამიანების გარკვეული ჯგუფი  ძალადობამდე და სახელმწიფოს დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე. ეს გამოცდილებაც ვნახეთ, როგორ ხდება ამგვარი მავნე ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება. ამავე დროს ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება, ქვეყანა იყოს მედეგი ამგვარი ჩარევების წინააღმდეგ, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, როცა ვებრძვით ამ დეზინფორმაციას და ჩარევებს, ისე საკანონმდებლო რეგულაციებით. ასე რომ, ჩვენ ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ გავუზიარეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.

ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა

ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციის უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი (PC-FIMI) ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ინფორმაციის გაზიარებას მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით სთხოვს.როგორც ცნობილია, შესაბამისი დოკუმენტი ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას გაეგზავნა.ევროპის საბჭოს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი ისეთ საკითხებს იკვლევს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მედიის კონცენტრაცია და მიტაცება, მედიის თავისუფლება, ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და კორუფცია.„ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაძლო შემუშავების მიზანშეწონილობის კვლევა უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) შესახებ, მათ შორის დეზინფორმაციის, რომელიც იკვლევს გამოწვევებს არჩევნებში ჩარევასთან, მედიის კონცენტრაციასა და მიტაცებასთან, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, კორუფციასთან, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით. ეს კვლევა განიხილავს სამართლებრივ გამოწვევებსა და ხარვეზებს FIMI-სთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებების კრიმინალიზაციის მხრივ და განსაზღვრავს შესაძლო მიდგომებს პრევენციის, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ზომების შესახებ დეზინფორმაციასა და FIMI-ზე, მათ შორის დეზინფორმაციაზე“, – წერია დოკუმენტში.ამასთან, ევროპის საბჭოს ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა 2026 წლის 27 იანვარს. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო.„პატივია, მოგესალმოთ ევროპის საბჭოში და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტის (PC-FIMI)-ის პირველ შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ მიხარია თქვენი აქ ნახვა, ამ კომიტეტის შექმნის მიზეზები ბნელი და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებებისთვის. ჩვენი ღია საზოგადოებების სიძლიერე, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციის თავისუფალ გაცვლასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, უცხოელი აქტორების მიერ აქილევსის ქუსლად იქნა მიჩნეული, რომლებიც შეცდომაში შემყვან და ცრუ პროპაგანდას ავრცელებენ. მათი ამბიციაა ჩვენს საზოგადოებებში განხეთქილების, შიშის კლიმატის შექმნა და მათი გეოპოლიტიკური მიზნების წინ წაწევა“, – განაცხადა ჯანლუკა ესპოზიტომ.აღნიშნული თხოვნით წერილი ევროსაბჭოსგან მიიღო საქართველომაც, როგორც ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ. არსებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ პასუხი უკვე მოამზადა.

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდნენ.„საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები