ორშაბათი, ივნისი 16, 2025

„როიტერი“ – ისრაელი აიათოლა ალი ხამენეის მოკვლას გეგმავდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო

ისრაელი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლას გეგმავდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო, – ამის შესახებ „როიტერთან“ რამდენიმე ანონიმურმა წყარომ განაცხადა.

„მოკლეს თუ არა ირანელებმა რომელიმე ამერიკელი? არა. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმის შესახებ საუბარსაც კი არ ვიწყებთ“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო „როიტერთან“.

ანონიმური წყაროს თქმით, ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ მათ ირანის უზენაესი ლიდერის მოკვლის შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ტრამპმა ეს გეგმა უარყო. აცნობა თუ არა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება ნეთანიაჰუს პირადად, უცნობია, თუმცა ორივე ლიდერი აქტიურ კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან. ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში არიან ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნებიც, მას შემდეგ, რაც ისრაელმა მასშტაბური თავდასხმა განახორციელა ირანზე.

ამ საკითხზე „როიტერის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც. პრემიერ-მინისტრმა თავი შეიკაავა პასუხის გაცემისგან. „ამ დეტალებს არ ჩავუღრმავდები“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, დამალოს თავისი როლი ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმაში, მაგრამ ის, რასაც ხედავენ, ხორციელდება ვაშინგტონის პირდაპირი მხარდაჭერით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულია 1481 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.მანამდე ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 406 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო, სულ მცირე, 654 დაშავებული.შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანზე მასიური საჰაერო იერიში 13 ივნისს მიიტანა. მას შემდეგ კი რამდენიმე ღამეა, რაც ქვეყნებს შორის საჰაერო იერიშები გრძელდება.

ირანში ადასტურებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი

ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი. ინფორმაციას ადასტურებენ ირანშიც.ირანის სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ 15 ივნისს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად კაზემი, მისი მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი დაიღუპნენ.ასევე, ვრცელდება ცნობები ირანის პოლიციის უფროსის, აჰმადრეზა რადანის ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა

ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.როგორც საიდ ხათიბზადი აღნიშნავს, ისრაელმა შენობაზე იერიში განზრახ მიიტანა.„თავდასხმის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს მინისტრის მოადგილე.ის ასევე აცხადებს, რომ შენობა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, ასევე დაზიანდა კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.„ეს კიდევ ერთი აშკარა ომის დანაშაულია, რომელიც ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე და სისტემატური აგრესიის კამპანიის ნაწილია“, – წერს ხათიბზადი.

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად, 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელის, კაია კალასის მოთხოვნით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.„ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოშეხვედრა სამშაბათს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.შეხვედრაზე განხილული იქნება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება და შემდგომი ნაბიჯები.

„გაფრთხილებთ და გეუბნებით მოსალოდნელი მოვლენების შესახებ“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეზოტერიკოსი გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

ბოლო სიახლეები