ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ისე ომისთვის, – ამის შესახებ „როიტერი“ ირანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
როგორც სააგენტოს წყარომ განუცხადა, ირანი დადებითად განიხილავს პაკისტანის წინადადებას ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გახანგრძლივების, თეირანს კი ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა. საპასუხოდ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პაკისტანის მოწოდების შესახებ უკვე ინფორმირებული არიან და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოგვიანებით უპასუხებს.

