ირანმა უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „როიტერი” ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედიას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ირანს წინადადება პირველ აპრილს მესამე ქვეყანამ წარუდგინა, თუმცა წყარომ არ დაასახელა, თუ რომელმა ქვეყანამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს განცხადება არ გაუვრცელებია.
ამასთან, როგორც „სქაი ნიუსი” წერს, ირანმა ოფიციალურად აცნობა შუამავლებს, რომ არ სურს უახლოეს დღეებში ისლამაბადში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ ომის საბოლოოდ დასრულებას დაეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტას.

