ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

„როიტერი“ – ევროპაში არ არიან მზად უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებისთვის

უკრაინის მისწრაფება, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მიიღოს, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მხრიდან ხისტ წინააღმდეგობას წააწყდა. ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ წერს.

„როიტერის“ მიხედვით, ეს იქნება „პანდორას ყუთის“ გახსნა და უკრაინის სწრაფმა მიღებამ შესაძლოა, მრავალი პრობლემა გამოიწვიოს.

უკრაინის პრეზიდენტს სურს, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირში 2027 წლამდე გაწევრიანდეს, თუმცა, სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, პირად საუბრებში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი.

გამოცემის ცნობით, „როიტერი“ ესაუბრა რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს. მათგან ბევრმა მიუთითა ამ იდეის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში არსებულ შეშფოთებაზე. „როიტერის“ მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა ის, რომ უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა მათი დაჩქარებული წესით გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა, შეწყვიტონ რეფორმები, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ „როიტერს“ განუცხადა, რომ კიევი მზადაა, გაითვალისწინოს ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთებები და გარკვეული გარანტიების შეთავაზებით გამოვიდა. მათ შორისაა მონიტორინგის სისტემის შემოღება დემოკრატიული სტანდარტების დაცვის შესამოწმებლად და ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე სრულ წვდომამდე გარდამავალი პერიოდის დაწესება.

კაჩკას თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური ვალდებულების აღება მნიშვნელოვანი იქნება.

„ეს აუცილებელია სამშვიდობო პროცესისთვის, ევროპაში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე პრემიერმა.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა მოიცავს მრავალწლიან დეტალურ მოლაპარაკებებსა და სამართლებრივ რეფორმებს, რათა ქვეყანა შესაბამისობაში მოვიდეს დემოკრატიულ და ეკონომიკურ სტანდარტებთან. პროცესის ყოველი ეტაპი საჭიროებს ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობას.

დიპლომატების თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დახურულ შეხვედრებზე ამ პროცესის რეფორმირების შეთავაზებით გამოდის. მისი იდეის მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანამ თავიდანვე სრულად შეასრულოს ყველა აუცილებელი რეფორმა, მას უნდა შეეძლოს ევროკავშირში გაწევრიანება მინიმალური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, თუმცა ევროკავშირის ფონდებსა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობაზე წვდომა შეზღუდული უნდა ჰქონდეს, ვიდრე წევრობის ყველა კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ამან შეიძლება, გაამარტივოს ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, როგორიცაა მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ ივარაუდა, რომ უკრაინას მომავალ წელს მაინც შეეძლება, ხელი მოაწეროს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას, თუმცა რატიფიკაცია და სხვა ეტაპები უფრო ხანგრძლივი იქნება.

„თუმცა, ანალიტიკოსები და დიპლომატები ასეთი გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო მზადყოფნას ვერ ხედავენ, მათ შორის ვერც ფონ დერ ლაიენის მიერ შეთავაზებული რეფორმის მიმართულებით“, – წერს „როიტერი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დასახელდა მცენარე, რომელიც ორაგულზე 2-ჯერ მეტ ომეგა 3-ს შეიცავს

ჩიას თესლი უძველესი დროიდან არის ადამიანის საკვებ რაციონში, ის მექსიკური წარმოშობისაა და ძირითადი საკვები პროდუქტი იყო მაიას ტომისა და აცტეკებისათვის.მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა მიკრო და მაკრო ელემენტები, ვიტამინები, ომეგა 3, მცენარეული ცხიმები:✅ვიტამინი-A1✅ვიტამინი-B1✅ვიტამინი- B2✅ვიტამინი-B3✅ვიტამინი-PP✅ვიტამინი-Kმისი შემადგენლობის 40% არის ბოჭკო, ამის გამო ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოჭკოსშემცველი მცენარეა. იგი ასევე ხასიათდება ცილის დიდი შემცველობით, რაც ბევრი მცენარისგან გამოარჩევს.ასევე ჩიას თესლშია შეუცვლელი ამინომჟავა ომეგა 3, რომელიც თევზთან შედარებით უფრო მაღალია. ასევე, ჩიას თესლი ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა.მისი სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია:❇️არეგულირებს წონას;❇️არეგულირებს არტერიულ წნევას;❇️არეგულისრებს სისიხლის სიბლანტეს, რაც თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს.❇️ამცირებს გულის დაავადებების რისკსშეიცავს კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და ცილებს, რაც ძვლების ჯამრთელბისთვის მნიშვნელოვანია.მიღების წესი: რეკომენდებულიაერთი სუფრის კოვზი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ის სითხის მაღალი შეწოვის უნარით გამირჩევა და მიღებამდე სასურველია წყალში დაალბოთ.

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

„დღეს გავრცელებული ინფორმაცია, საელჩოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ამის შესახებ განცხადებას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.„მსგავსი შეტყობინება რომის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე შევიდა, რაც ცრუ განგაში აღმოჩნდა. ეს დადასტურდა შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და ინფორმაციით მანიპულირებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკა გვარამია – „ნაცობა ტეხავს“ ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც” ერთი ორი სიტყვა დაასველეთ, ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი...

„ნაცობა ტეხავს“ ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც" ერთი ორი სიტყვა დაასველეთ. ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.„საერთოდ არ ვაპირებ რეაგირებას ალიანსის მგმობელ სტატუსებზე, მაგრამ ჩვენს გაერთიანებაში, „ვარდების ხელისუფლებაში“ ვის, რა თანამდებობა ეჭირა, რომ დაწერთ, ისიც დაწერეთ, თავად ბიძინას ხელისუფლებაში, რა თანამდებობა გეჭირათ. „ნაცობა ტეხავს" ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც" ერთი ორი სიტყვა დაასველეთ.ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო. მოთმინება და საღი აზრი მაქვს“- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

ირანის სახელმწიფო მედია – აითოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ – ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს

აითოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.ასევე, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს.მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა საბჭოს შეხვედრა ხამენეის დაკრძალვის შემდეგ გაიმართება.ცნობისთვის, დღეს ისრაელმა ქალაქ ყუმში მდებარე ექსპერტთა საბჭოს შენობას დაარტყა. Fox News-ის ინფორმაციით, ისრაელმა მაშინ დაარტყა, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შენობიდან ევაკუაცია დარტყმამდე განხორციელდა.აითოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია 28 თებერვალს ისრაელის მიერ მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად განხორციელდა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ახლახან დასრულდა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრენდან ჰანრაჰანთან, დავუდასტურე მზაობა, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ბრენდან ჰანრაჰანს დავუდასტურე მზაობა, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხს.„ახლახან დასრულდა ჩემი შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ჰანრაჰანთან. შეხვედრამ საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ვისაუბრეთ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. გავამახვილეთ ყურადღება, რა გავლენა აქვს ამ მოვლენებს საქართველოს უსაფრთხოებაზე. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, „ტრამპის მარშრუტის“ საკითხზე. აღვნიშნეთ, რომ მივესალმებით „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა „შუა დერეფნისთვის“ და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით, ეს არის შემავსებელი  ფაქტორი. ასევე, გვქონდა საუბარი ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებაზე და, რაც მთავარია, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ. გამოვყავით მრავალი თემა, რომელიც ამ პარტნიორობას უფრო ძლიერს გახდის. შესაბამისად, შემიძლია, ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ბოლო სიახლეები