აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორმხრივი ტარიფების დაწესებას კიდევ კიდევ რამდენიმე გეგმავს, თუმცა ქვეყნების სია ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ტრამპმა რესპუბლიკელ კანონმდებლებს უკვე აცნობა.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს ნაბიჯი შეასრულებს ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაპირებას – დაადოს საბაჟო გადასახადი აშშ-ში შემოტანილ საქონელს. ეს იქნება იმ ტარიფების ტოლფასი, რომლებსაც სავაჭრო პარტნიორები აწესებენ ამერიკიდან ექსპორტირებულ საქონელზე.
ცნობისთვის, თავდაპირველად დონალდ ტრამპმა ტარიფები დაუწესა ჩინეთს, მექსიკასა და კანადას. თუმცა კანადისა და მექსიკის ლიდერებთან საუბრის შემდეგ ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ტარიფების დაწესება გადაიდო. ჩინეთის შემთხვევაში ტრამპის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ამასთან, ჩინეთში აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესება დააანონსეს.