წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედება ლიბიის ყოფილი პრეზიდენტისგან თანხის უკანონოდ მიღება, რომლითაც მან თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა.
პროკურორებმა სარკოზი და მისი რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის თანამდებობის პირები, კლოდ გეანტი და ბრის ჰორტეფუ დაადანაშაულეს ლიბიის ყოფილ პრეზიდენტთან, მუამარ კადაფისთან „წარმოუდგენელი, უპრეცედენტო, მიუღებელი“ შეთანხმების მიღწევაში.
პროკურორებმა მოითხოვეს სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა და შვიდწლიანი პატიმრობა. სარკოზიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გააგრძელებს ბრძოლას სიმართლისთვის.