პარასკევი, აპრილი 18, 2025

როინ შავაძის მეუღლე: მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული – ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო, მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს უკან აბრუნებდნენ

ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა შემოგვძახეს, არავითარი კართან მოსვლით, რომ რომა [როინ შავაძე] რეანიმაციაში ჰყავდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით. უკვე შეღამებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით, რომ როგორ შემოგველია დრო, ისიც კი ვერ გავიგეთ. საავადმყოფოში როდესაც მივედით, მე მგონია რომ რეანიმაციაშია, თუმცა ფორმიანიც და უფორმოც, ალბათ, ერთი 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს რომ ის უკვე გარდაცვლილია და პროზექტურაშია, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე იხსენებს, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო, ისეთი რამ ჰქონდათ მისთვის გაკეთებული. რაც შეეხება როინ შავაძის სახლში გადმოსვენების შემდეგ ვითარებას, ციცინო შავაძის თქმით, ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს არ მიახლოებოდნენ, თუ არ სურდათ იმავე ბედის გაზიარება.

“არ ვიცი რა დამემართა, ალბათ მთელი ხმით ვკიოდი [საავადმყოფოში], ვანგრევდი ყველაფერს, ჩემი არავის ესმოდა. ბოლოს ჩემებს უთხრეს, ხმა არ ამოეღო არავის და მამშვიდებდნენ, რომ ხმა არ ამომეღო, მე ვკიოდი, არაფერი მახსოვს უკვე და ჩემებისთვის უთქვამთ, ჩემი თავი გაეცილებინათ იქაურობისთვის. აზრზე რომ მოვედი, მე უკვე სახლში ვიყავი და რომაც მოასვენეს.

უბედურება ამით არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული, სასწაული სუნი ჰქონდა. ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო. მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს, ვინც მოდიოდა, ზოგს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გაგვკარებოდნენ, თუ უნდოდათ, რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ.” – განაცხადა ციცინო შავაძემ.

მან ისიც განაცხადა, რომ ერთხელ აღმოაჩინა, რომ მიცვალებულთან მარტო იყო დარჩენილი, რადგან ტელევიზია მოვიდა და ხალხმა შიშის გამო, ტერიტორია სწრაფადვე დატოვა.

“ხალხი იმის გამო გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებენ. ბინის ყველა კუთხეში იდგნენ ფორმიანებიც და უფორმო გადაცმულებიც და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ იქაურობა დაეტოვებინათ.ისე გამოდის, რომ [მარტო აღმოვჩნდი მიცვალებულთან]. უკვე ყველა ღონეს ვხმარობდი, მახსოვს ტელევიზია მოვიდა, 25-ე არხი და ტელევიზია რომ შემოვიდა, რომ მოვიხედე, მიცვალებულთან არავინ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი და, ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არავის ენახა.

ჩვენ კიდევ, იძულებულები გავხდით, მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანა სახლიდან, იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო. მესამე დღეს უკვე, წამებს ვითვლიდით, რომ მიცვალებული მისი სახლიდან სასწრაფოდ გაგვეყვანა.” – განაცხადა ციცინო შავაძემ.

„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

“გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა”;

“გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა

რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.„დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პოლიტიკაში და ევროპის პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო აშშ. ამერიკის შეერთებული შტატები სახავდა ყველა ვექტორს, რომელსაც ევროკავშირი, როგორც მთლიანი და მისი ბევრი წევრი მიჰყვებოდა, მათ შორის ომთან დაკავშირებითაც.ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ეს ვექტორი შეიცვალა, მათ შორის მოხდა გარკვეული დისტანცირება და დაბნეულია ევროკავშირის ბიუროკრატია, მათ შორის დაბალი კვალიფიკაციის გამო. მილიონიანი სივრცეა ევროკავშირი, ბევრი ქვეყნით და სხვადასხვა პოლიტიკური ძალით. ჩვენ თავს ნუ დავიმდაბლებთ, ნუ გვგონია, რომ ყველა ჩვენზე ჭკვიანია ყველგან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ამის ნათელი მაგალითი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს…“ – რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

იტალიაში სტიქიას ებრძვიან.იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სტიქიის ზონიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:„7 მეტრით მოიმატა მდინარემ, წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს... ვკითხულიბ სოციუმში ქართველი ემიგრანტის ნათია ჯაბაურის სტატუსს და....ბორგოსეზია! ბიელა! ეს საშიშ ზონაში მდებარე დასახლებებია, მწერს ნათია...300-მდე ქართველი ვართო... თვითონ უფრო შემაღლებულ ადგილზეა და მაღალი კერძო სახლი აქვთ... უფრო დაბლა მცხოვრებლები გაიყვანესო! ჩემს 300 ქართველს ვუსურვებ სიმშვიდეს და ვუგზავნი ყველაზე ლამაზ სიტყვას მიყვარხართ  ამ 300 ქართველში რამდენი ადამიანის დედა! და! შვილი!მეუღლე არის...არც მინდა წარმოვიდგინო იქ ვინმე ჩემიანი და ამ დროს არ არსებობს ჩემი და შენი... აქ ყველა ჩვენ ვართეს სტიქიაც დაწყნარდება და ლამაზ კვირა დღეს და აღდგომის დღესასწაულს მოგმადლებთ უფალი უცხოეთის ცის ქვეშ ჩემო ქართველო ემიგრანტებო“, - წერია ფიქრია კუჭუხიძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რითიც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.პროკურორის განმარტებით, გვარამიამ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს.სხდომას ესწრებოდა ნიკა გვარამია, რომელიც პროცესზე პოპკორნით მივიდა. პროკურორის თქმით, გვარამიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც.ნიკა გვარამიას განცხადებით, ის არ აღიარებს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რადგან, მისი თქმით, კომისია არაკონსტიტუციურია. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის არანაირ კომისიაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, გირაოს თანხის გადახდასაც არ აპირებს.„ათიდან ათ შეთხვევაში დამოუკიდებელი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გამორიცხული ამბავია. გირაო 30 000 ლარი 50 დღის განმავლობაში – გადავიხდი თუ არა, ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, რადგან ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მხოლოდ პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

შალვა პაპუაშვილი: დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ...

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.წამყვანმა მას ჰკითხა, ელის თუ არა ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და თუ ასე იქნება, რა რეაქცია ექნება ხალხს.„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი, რომ საქართველოსთან მიმართებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნეაპოლი გლოვობს-საბაგირო გზა ჩაწყდა – არის მსხვერპლი

ტრაგედია მოხდა მონტე ფაიტოს საბაგიროზე, რომელიც აკავშირებს კასტელამარე დი სტაბიას სადგურს (ნეაპოლი) მონტე ფაიტოს მწვერვალთან.ოთხი მგზავრი და მძღოლი სისტემის ზემო დინების სალონში იყო ჩარჩენილი, რომელიც ხევში ჩავარდა, გაუმართაობის გამო, დღეს, შუადღისას. დაღუპულთა რაოდენობა იყო ოთხი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობდა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.ქვემო დინებაზე მყოფ მეორე კაბინაში 16 ადამიანი გადაარჩინეს მას შემდეგ, როდესაც საბაგირო გზა გაწყდა და უსაფრთხოების სისტემამ ორივე კაბინა ჩაკეტა. თექვსმეტივე მგზავრი, ჰაერში იყო ჩამოკიდებული, საბედნიეროდ, მიწიდან მცირე მანძილით, რომლებიც თოკით  სათითაოდ ჩამოიყვანეს.საბაგირო გზა ხელახლა გაიხსნა ერთი კვირის წინ და 10 აპრილს განახლდა მარშრუტი, რომელიც გთავაზობთ თვალწარმტაცი ხედებს. - წერს იტალიური მედია

ბოლო სიახლეები