შაბათი, მარტი 22, 2025

როდის გამოიდარებს და დათბება საქართველოში – სინოპტიკოსები ახალ პროგნოზს ავრცელებენ

საქართველოში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“. ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც...

„სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავებით, რომ ამათ დამოუკიდებელ ტელემაუწყებლობაზე აქვთ თან პრეტენზია, ხოლო ერევანში კაცურად აღიარებდნენ პარტიული ტელევიზიის არსებობას“- წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსლში.ნათელაშვილი მამუკა ხაზარაძეს მიმართავს, რომ ამაში მაინც მიბაძოს იმ ხალხს, საიდანაც წარმოიშვია, თუმცა ამის აღიარებაც ესირცხვილება.„სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ---ოლიგარქ ხაზარაძის---- ტვ პირველზე----,იმ განსხვავებით,რომ ამათ დამოუკიდებელ ტელემაუწყებლობაზე აქვთ თან პრეტენზია, ხოლო ერევანში კაცურად აღიარებდნენ პარტიული ტელევიზიის არსებობას. ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი,მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნულის აღიარებაც გეგრეხება.“-წერს შალვა ნათელაშვილი.

გიორგი ვოლსკი NGO-ების დაორგანიზებულ აქციაზე: ესეთ გაცხოველებულ, გააფთრებულ ტაშ-ფანდურს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ – ეს არის უსამშობლოთა აღლუმი,...

გიორგი ვოლსკი ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც „მეგობარი აქტის" მხარდასაჭერად დაორგანიზდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დასრულდება.„თავად „მეგობარი აქტზე“ თუ ვისაუბრებთ რასაკვირველია გამოჩნდება მთელი რიგი უზუსტობები, უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება ხელისუფლებას, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, უწოდო ანტიევროპული, ანტიდასავლური, მაშინ როდესაც ამდენი ხნის მანძილზე ელოლიავებოდი ხელისუფლებას, რომელიც ტანჯავდა ადამიანებს, სიცოცხლეს, ღირსებას და ჯანმრთელობას ართმევდა, პირად ქონებას ართმევდა, საკუთრებას ართმევდა და პრაქტიკულად არავითარი დემოკრატიული და ევროპული იმ ხელისუფლებას არ ეტყობოდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც 20% დათმო ტერიტორიების და დღესაც ოკუპაციის ქვეშ არის. აი ამ რეალობასთან შეჭიდებულები ვართ დღეს, აი ამ მძიმე მემკვიდრეობით მოვედით დღევანდელ დღემდე, სტაბილურობა შევინარჩუნეთ და რასაკვირველია ცა და დედამიწაა განსხვავება იმ რეალობაში, რაც დღეს არის, იმ რეალობისაგან განსხვავებულია, რაც 2012 წლამდე გვქონდა, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.მისივე თქმით, ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ აქტმა დღის სინათლე იხილოს, იგივე ადამიანები არიან, ვინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს.მანვე აღნიშნა, რომ გამოხმაურებას, რომელიც „მეგობარი აქტს“ მოჰყვა, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ - ეს არის უსამშობლოთა აღლუმი.„ადამიანების ჯგუფი ვინც აი ამას განაპირობებს, ორგანიზებას უკეთებს, სურს ყოველ შემთხვევაში, რომ ამ აქტმა დღის სინათლე ნახოს, რასაკვირველია ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე უსამართლობაზე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი. რაც შეეხება აქ გამოხმაურებას და ესეთ გაცხოველებულ და გააფთრებულ ტაშ-ფანდურს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ - ეს არის უსამშობლოთა რაღაც აღლუმი, რომელიც მე მაინც მგონია, რომ დამთავრდება უშედეგოდ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არათუ კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკურ ველზე მებრძოლებმა, არამედ უკვე ლიდერებად იქცნენ და ამ ლიდერობას პრაქტიკულად ვერც ვერავინ ვერ წაართმევს პოლიტიკური პარტიებიდან. მდიდრებიც არიან, უშველებელი რესურსია მობილიზებული და კვლავ სიტყვა, სათაური „დიფ სთეითი“ გამოდის წინა პლანზე. საქართველო ინარჩუნებს დამოუკიდებელ მმართველობის პრინციპებს და აი ამ რეალობას ვერ უსწორებენ თვალს და ებრძვიან ამ რეალობას. ეს არის ფაქტი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას გარკვეული შეფასებები ექნება, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც ჩვენს ეგრეთწოდებულ ოპოზიციას გააჩნია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.არასამთავრობო ორგანიზაციები მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვის მხარდასაჭერად, ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ შეხედულებების მხარდაჭერას გეგმავს.

თუ გინდათ, რომ სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს – 6 ნივთი, რომელიც ვანგას აზრით, სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

ცნობილმა ბულგარელმა წინასწარმეტყველმა არა მხოლოდ მომავალი იწინასწარმეტყველა, არამედ აწმყოში სირთულეების გამკლავებისთვის ადამიანებს პრაქტიკული რჩევებიც დაუტოვა.ვანგა ამბობდა, თუ რწმენა ძლიერია, მაშინ გარკვეული საგნები დაგეხმარებათ მშვიდობის, კომფორტისა და წონასწორობის დამყარებაში.ვანგა იყო ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი, რომელიც იწინასწარმეტყველა მსოფლიოში მრავალი მოვლენის შესახებ, მათ შორის ნიუ-იორკში ტყუპების კოშკების დაცემისა და სსრკ-ს დაშლის შესახებ.ის ასახელებს რამდენიმე პროდუქტს და  ნივთს, რომელიც სახლში ბედნიერების მოზიდვაში დაგეხმარებათ.თაფლიის არა მხოლოდ გემრიელი სამკურნალო საშუალებაა სასარგებლო თვისებებით, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, არამედ ძლიერი ეზოთერიკული სიმბოლოა. მას იყენებდნენ მაგიაში რიტუალებისთვის."სახლში თაფლი ნიშნავს კეთილდღეობას. ფუტკრები ამზადებენ თაფლს და ჭამენ თაფლს, თაფლის სულებს  კი თქვენს სახლში სიკეთე მოაქვთ, მათ უყვართ ტკბილეული და თქვენ მათ თაფლით უნდა გაუმასპინძლდეთ, რათა მათ სახლში იღბალი და ბედნიერება მოგიტანონ“ - ამბობს ვანდა.ხახვიხახვი ძლიერი დამცავი თვისებებით დაჯილდოებული მცენარეა, რომელსაც ვანგას აზრით, შეუძლია დაიცვას სახლი ბოროტი სულებისგან და უარყოფითი ენერგიისგან.ვაშლიჩვენი წინაპრები ამ ხილს "იღბლის ნაყოფს" უწოდებდნენ და თვლიდნენ, რომ მას შეეძლო ჰარმონიისა და იღბლის მოტანა სახლში. და ასევე სახლის დაცვა ცუდი ან შურიანი თვალისგან.  „თუ გინდა, რომ შენს სახლს ყოველთვის ჰქონდეს უამრავი ბედნიერება და კეთილდღეობა, დარწმუნდი, რომ სამზარეულოში ყოველთვის დევს ვაშლი, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება”, - ამბიბდა ვანგა.სანთლებიძნელი წარმოსადგენია, რომ სახლში ერთი სანთელი მაინც არ იყოს. მათ იყენებდნენ ნეგატიური ენერგიის გასაწმენდად და სახლის დასაცავად. ვანგას თქმით, ცვილისგან ჩამოსხმულ ნამდვილ სანთლებს მართლაც სასწაულებრივი ძალა აქვს. „მე გეტყვით რომელი სანთელი და რატომ გამოვიყენოთ იგი, მაგრამ ამ ცოდნას ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგან სანთლების ძალას შეუძლია როგორც დახმარება, ასევე ზიანის მიყენების შემთხვევაში“, - ამბობდა ის.ხატი„წადი ეკლესიის მაღაზიაში და აირჩიე ხატი, რომელიც გახდება შენი დამხმარე ცხოვრებაში. შეგიძლია შენს არჩევანს გააზრებულად მიუდგე, მაგრამ ჯობია, შეხედო ხატებს და აირჩიო ის, რომელიც ყველაზე დიდ სიხარულს მოგანიჭებს“. ბულგარელი წინასწარმეტყველის თქმით, ასეთი ხატი რთულ ვითარებაში ნამდვილი მეგობარი გახდება, შეძლებს ნუგეშისცემას, ხოლო მწუხარებაში - დაგამშვიდებს.შავი ქვავანგას სჯეროდა, რომ ქუჩაში აღმოჩენილ ყველაზე ჩვეულებრივ შავ ქვასაც კი ჯადოსნური თვისებები ჰქონდა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უარყოფითი ენერგიის მოსაგერიებლად და დაზიანებისგან დასაცავად.ვანგას სჯეროდა, რომ ამ ნივთებს ჰქონდათ განსაკუთრებული თვისებები და ისინი ეხმარებოდნენ ადამიანებს ბედნიერებისა და სიმშვიდის შენარჩუნებაში.

„გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ შანსი“ – ვილი სანიოლი

ერთი დღე საქართველო-სომხეთის შეხვედრამდე - ერევანში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩს თბილისში, დინამო არენაზე გამართავს. კაპიტანი ბრუნდება - ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში გურამ კაშია ითამაშებს.ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარკვეულ ცვლილებებსაც გეგმავს და სხვა მოთამაშეებისთვისაც აპირებს შანსის მიცემას, - ამის შესახებ ვილი სანიოლმა, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სანიოლი, გუნდთან ერთად, სომხეთთან გამარჯვებაში დარწმუნებულია."ვფიქრობ, საპასუხო მატჩში არ იქნება მოტივაციის პრობლემა. გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ შანსი. ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან, რომ აქ მაღალი კონკურენციაა და თუ თავს კარგად არ წარმოაჩენ, შენი შანსები შემცირდება. მე სხვადასხვა პოზიციაზე არაერთი ძლიერი მოთამაშე მყავს და მათ მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება.კი, ჩვენ პირველი მატჩი 3:0 მოვიგეთ, თუმცა ახლა საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ხვალ ოფიციალური მატჩი გვაქვს და მე არ ვაპირებ მთელი გუნდის შეცვლას და გადახალისებას. კაშია ბრუნდება - ტაქტიკის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია. მომავალში ვაპირებთ ისე ვითამაშოთ, როგორც სომხეთთან ვითამაშეთ. კაშია პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, კარგად მოერგება ტაქტიკას," - განაცხადა ვილი სანიოლმა.

დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვის მიმართულებით მზარდი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

გარემოს დაცვის მიმართულებით მზარდი გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი დღის „დედამიწის საათის“ მნიშვნელობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.„საქართველო უკვე მეჩვიდმეტედ უერთდება აქციას, რომლის ფარგლებშიც ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეს სიმბოლური აქტი მიზნად ისახავს იმ რეალობის შეხსენებას, რომ პლანეტა, ჩვენი გარესამყარო სულ უფრო მეტად ზიანდება ჩვენი ყოველდღიური ზეგავლენით. ეს ზეგავლენა არის ერთ-ერი მიზეზიც გლობალური კლიმატური ცვლილების, რომელთანაც გამკლავებისთვის საზოგადოების გაერთიანებას, ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა. „დედამიწის საათი” მილიონობით ადამიანს სწორედ ამ იდეის გარშემო აერთიანებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ბოლო სიახლეები