ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

როდესაც ჩვენ ვიღებდით „გამჭვირვალობის კანონს“, რომელიც არაფერს ზღუდავდა, მაშინ „ენჯეოები“ აპროტესტებდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. ახლა, როდესაც მათივე დონორი სახელმწიფო მათ დაფინანსებას ხურავს, ამაზე სდუმან – შალვა პაპუაშვილი

სიტუაციის მთელი პარადოქსი იმაშია, რომ როდესაც ჩვენ ვიღებდით „გამჭვირვალობის კანონს“, რომელიც არაფერს არ ზღუდავდა, ერთადერთი ამბობდა, რომ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, მაშინ ენჯეოები აპროტესტებდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ თითქოს ხელისუფლებას სურდა მათი დახურვა, არა და უბრალოდ გამჭვირვალობაზე იყო საუბარი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა USAID-ის დაფინანსების შეჩერებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ახლა, როდესაც მათივე დონორი სახელმწიფო მათ დაფინანსებას ხურავს, ამაზე სდუმან. რატომ არ ჩატარდა არც ერთი მიტინგი ან აქცია ამერიკის საელჩოსთან ამ ენჯეოების მხრიდან? თქვან, რომ არ შეიძლება დაფინანსების შეწყვეტით დახურონ ეს ორგანიზაციები. რატომ არ გვინახავს არც ერთი პროტესტის განცხადება, ერთი საყვედურიც კი არ მოგვისმენია ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან? იმიტომ, რომ ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში არასდროს არ ყოფილან ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, ისინი არიან კონტრაქტორი ორგანიზაციები და როგორც ნებისმიერი კონტრაქტორი ორგანიზაცია, ფრთხილობს, რომ მისმა დამფინანსებელმა შემდეგ აზრი არ შეიცვალოს მასთან დაკავშირებით და ცუდი თავლით არ შეხედოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა 2020 წელის არჩევნებზე გაყალბებულ პარალელური დათვლის შედეგებსა და ამ საქმეში USAID- ის ჩართულობაზე.

„მე ვისურვებდი, რომ USAID- ის დაფინანსებასთან ერთად ასევე მოხდეს გამოძიება USAID- ის საქმიანობისა და კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში იყო ჩართული არა მხოლოდ ISFED-ი, არამედ მისი დამფინანსებელი USAID-ი, მისი ადგილობრივი ხელმძღვანელობა. ჩვენ შემდეგ გავიგეთ, რომ ამერიკულმა ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ის რიცხვები, რასაც ავრცელებდა ISFED-ი, იყო ყალბი და მიუხედავად ამისა, არა თუ არ შეგვატყობინა ხელისუფლებას ან საზოგადოებას, არამედ ჩვენ პირად შეხვედრებშიც გვატყუებდა, რომ ეს მონაცემები იყო სწორი.

მე პირადად მაშინ მქონდა შეხვედრა USAID- ის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და ამ შეხვედრაზე იმ ადამიანმა, ამერიკელმა ხელმძღვანელმა, რომელზეც შემდეგ გაირკვა, რომ იცოდა რომ ეს იყო ყალბი შედეგები, ჩვენ პირდაპირ თვალებში გვიყურებდა და გვატყუებდა, რომ ყველაფერი იყო სწორი. რა თქმა უნდა ამ დროს გვატყუებდა არა იმიტომ, რომ უბრალოდ არ უნდოდა დარტყმის ქვეშ მოქცეულიყო ISFED-ი, არამედ ამის უკან იდგა კონკრეტული მიზანი, რომ ამ რიცხვებით მოეხდინათ ქართველი ხალხის აზრის მანიპულირება და შემდეგ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა.

ჩემი მოლოდინია, რომ ეს მაშინდელი სკანდალი გამოიძიონ და დადგინდეს რა მზადდებოდა მაშინ, ვინაიდან ის, რაც იცოდა USAID- მა ჩვენ შეგვიძლია თითქმის 100% -იანი დამაჯერებლობით ვიგულისხმოთ, რომ ეს ასევე იცოდა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ვინაიდან USAID- იც საელჩოს ტერიტორიაზეა და ასევე არის სახელმწიფო სააგენტო. წარმოუდგენელია, რომ ელჩს არ სცოდნოდა იგივე, არც იცოდა USAID- ის ხელმძღვანელობამ საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ მაშინდელი ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი პოზიციონირებდა, როგორც მედიატორი და შუამავალი. რა თქმა უნდა თუკი დადასტურდა, რომ მან იცოდა და მალავდა ამ ფაქტს, ეს უკვე აბსოლუტურად სხვა დასკვნებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გთხოვთ გაავრცელეთ იქნებ ვინმემ იცნოთ-თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ – ის ფეხმძიმედაა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ტერიტორიიდან დაკარგულ ახალგაზრდა ქალს, ნინო ციცვიძეს ეძებენ. როგორც დაკარგული ქალის მეგობარი აცხადებს, ბოლოს ნინო ოთხშაბათს ნახეს და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.აღსანიშნავია, რომ 7 თვის ფეხმძიმეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ნებისმიერი სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ 112-ში, ან დარეკოთ ნომერზე 579 12 82 24.

რა ხდება რუსთავში, სადაც ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შარტავას გამზირზე მანქანა 25 წლამდე ქალს დაეჯახა. შემთხვევა გადასასვლელზე მოხდა, შეჯახების შემდეგ ავტომობილს მეორე ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნუ მთხოვთ იმის კეთებას, რაც არ მინდა ! ნუ მთხოვთ იქ დგომას ან ჯდომას, სადაც არ მინდა ! გავაპროტესტებ იმას რასაც მე ჩავთვლი რომ...

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას დააკავეს.

ოლაფ შოლცი – მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს

მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა. ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ვაჭრობისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ, ასევე აშშ-ის მიერ რამდენიმე ქვეყნისთვის მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ ისაუბრეს. „რაც შეეხება ევროკავშირს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძლიერი ეკონომიკური სივრცე. მას აქვს საკუთარი მოქმედების არეალი და ამ ძალაზე დაყრდნობით, ჩვენ ასევე შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ შევეცდებით, გავაგრძელოთ ეკონომიკური ურთიერთობები თანამშრომლობის პერსპექტივით. გლობალიზაცია, საქონლის მსოფლიო მასშტაბით გაცვლა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, რამაც ჩვენ, ყველას კეთილდღეობა მოგვიტანა გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, აშშ-ში, ასევე მსოფლიოს მრავალ სხვა ნაწილებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ დავყოთ მსოფლიო მრავალი სავაჭრო ბარიერით, არამედ მომავალშიც შევძლოთ საქონლისა და მომსახურების გაცვლის უზრუნველყოფა“, – განაცხადა შოლცმა. თავის მხრივ, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ სურს ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა აშშ-სთან და ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც განუცხადა.

ბოლო სიახლეები