ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

როდემდე გაგრძელდება უამინდობა დასავლეთ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი ჩიქოვანი – მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, რომ მოხდეს იმ საქმეების დისკრედიტაცია, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ასრულებენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოქალაქეთა დასახმარებლად დაუღალავად მუშაობს.თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სპეკულაციები უსაფუძვლო და უპერსპექტივოა.„ამ ხალხის ძალისხმევისთვის ჩრდილის მიყენება არ მოემსახურება საერთო საქმეს და არც რაიმე შედეგის მომტანია. ეს არის წმინდა სპეკულაციები, რომლებიც უსაფუძვლოა და რამდენიმესაათიანი არსებობის პერიოდი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

მთელი წელი, რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025 - ში ენჯეოებს და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, ნახევარი მედია დაიხურა, დანარჩენი კი სულს ღაფავს, შესაბამისად, ევროკავშირის წარმომადგენლობას მოუწოდებს, სანამ „ქოცებმა“ ახალი კანონები მიიღეს, მანამდე მოასწრონ დახმარება და მათთვის ფულის მიცემა.„European Union in Georgiaმთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025 ში ენჯეოებს და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, დავიხურეთ ნახევარი მედია და სულს ვღაფავთ დანარჩენი და სანამ მიიღეს ქოცებმა ახალი კანონები, რომლითაც მაგასაც აგიკრძალავენ, ქენით რამე დროზე - ფული ხო მაინც გაქვთ რაც ნაღდი ვიცით და დაგვეხმარეთ დროზე თუ აპირებთ თორემ უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება. ვახ“, - წერს მიშა მშვილდაძე.

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქტიურად არიან ჩართულნი დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის პროცესში.ამინდის გაუარესების დღიდან სამინისტრომ უზრუნველყო შიდა საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა – ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურ კოორდინაციაში არიან როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ დონეზე ყველა შესაბამის უწყებასთან.საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით გაერთიანდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და შესაძლებლობების ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ მოსახლეობას.ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები საჯარო სკოლებში.ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო.სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება“ – საპატრიარქო

ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები... ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსს“ თანადგომისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

შსს – მეხანძრე-მაშველებმა სხვადასხვა სოფლიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, თავდაცვის ძალებთან ერთად კი მოსახლეობის ნაწილს საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველებმა სხვადასხვა სოფლიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ასევე, თავდაცვის ძალებთან ერთად, მოსახლეობის ნაწილს მათთვის საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადასცეს.გურიის რეგიონში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. თემურ მღებრიშვილმა მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გარდა გურიის რეგიონისა, მაშველები მობილიზებულები არიან ყველა იმ რეგიონში, სადაც დიდთოვლობაა.„ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა, აქედან გამომდინარე პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. გადასული ვართ საგანგებო და გაძლიერებულ რეჟიმზე და როგორც გურიაში, ასევე იმერეთსა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს მუშა პროცესი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას აგრძელებს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები