ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

როგორ ცხოვრობს ერთ დროს პოპულარული “კასანდრა” დღეს – “ინფლუენსერი” კორაიმა ტორესის პირადი, კარიერა და დაძლეული მძიმე სენი

კო­რა­ი­მა ტო­რე­სი – ეს სა­ხე­ლი და გვა­რი ალ­ბათ ბევრ ქარ­თველს ეც­ნო­ბა, თუმ­ცა თუ გე­ტყვი, რომ კა­სან­დრა­ზე ვწერთ, ყვე­ლა­ფე­რი უფრო მარ­ტი­ვად იქ­ნე­ბა, რად­გან წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სე­რი­ა­ლი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი მსა­ხი­ო­ბი, კო­რა­ი­მა ტო­რე­სი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა “კა­სან­დრას” წყა­ლო­ბით გახ­და. სე­რი­ა­ლი მსოფ­ლი­ოს ასზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნეს და დღემ­დე 32 ენა­ზეა ნა­თარ­გმნი. ამის გამო, სე­რი­ა­ლი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც კი მოხ­ვდა.

კო­რა­ი­მა ალე­ხან­დრა ტო­რეს დი­ა­სი 1973 წლის 6 ივ­ნისს ვე­ნე­სუ­ე­ლის ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში და­ი­ბა­და. ის იყო მე­ო­თხე შვი­ლი ოჯახ­ში. გო­გო­ნა იუ­რის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ცხრა წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად შე­ვი­და თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე, რა­მაც მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა

ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს არ უყ­ვარ­და სწავ­ლა და ხში­რად აც­დენ­და გაკ­ვე­თი­ლებს. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მან უკვე ზუს­ტად იცო­და, თუ რისი გა­კე­თე­ბა სურ­და.

“მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ გულ­მოდ­გი­ნე მოს­წავ­ლე, სა­მა­გი­ე­როდ – ვი­ყა­ვი აგ­რე­სი­უ­ლი და მო­ძა­ლა­დე და ხში­რად გავ­რბო­დი”, – აღი­ა­რა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ობ­მა.

კო­რა­ი­მამ კა­რა­კა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც რე­ჟი­სო­რი ლუის ლა­მა­ტე გა­იც­ნო, რო­მელ­მაც იგი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა.

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა

1989 წელს კო­რა­ი­მა ტო­რეს­მა მი­ი­ღო პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი როლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა­ში The Lark. ერთი წლის შემ­დეგ მან ითა­მა­შა სე­რი­ალ Gardenia-ში.

კო­რა­ი­მა ტო­რე­სის მე­სა­მე ნა­მუ­შე­ვარ­მა მსა­ხი­ობს მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. სე­რი­ა­ლი „კა­სან­დრა“, რო­მელ­შიც მან პუ­ერ­ტო რი­კო­ელ მსა­ხი­ობ ოს­ვალ­დო რი­ოს­თან ერ­თად ითა­მა­შა. თუმ­ცა, დიდ­მა წარ­მა­ტე­ბა კო­რა­ი­მას ცხოვ­რე­ბა­ში დე­დის ავად­მყო­ფო­ბამ და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ დაჩ­რდი­ლა. ეს ამ­ბა­ვი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა მის­თვის, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­და.

“კა­სან­დრას” პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი კი­დევ ორ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს, რის შემ­დე­გაც და­ო­ჯახ­და და ამის გამო კა­რი­ე­რა­ში შეს­ვე­ნე­ბა დას­ჭირ­და. შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, კო­რა­ი­მა ტო­რე­სი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში დაბ­რუნ­და და კი­დევ უამ­რავ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს.

2001 წელს წელს კო­რა­ი­მა ტო­რე­სის შეს­რუ­ლე­ბით კი­დევ ერთი ახა­ლი სე­რი­ა­ლი გა­მო­ვი­და. „სო­ლე­დად­ში“ მას პარტნი­ო­რო­ბას ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ლერ­მო პე­რე­სი უწევ­და. მალე ქალ­მა გა­ი­გო, რომ სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. კო­რა­ი­მას ვე­რა­გი სე­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად ორი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

1994 წელს, სე­რი­ა­ლის „სიზ­მრე­ბი და სარ­კე­ე­ბის“ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, კო­რა­ი­მამ კო­ლუმ­ბი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნი­კო­ლას მონ­ტე­რო გა­იც­ნო. პარტნი­ო­რებს შო­რის რო­მა­ნი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. 1996 წელს, გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ. იმა­ვე წელს წყვილს შე­ე­ძი­ნა ერ­თა­დერ­თი შვი­ლი – მანუ ნიკო.

კო­რა­ი­მა ტო­რე­სი ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წლე­ბის შემ­დე­გაც ამ­ბობ­და: “მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ დღე­საც ჯერ კი­დევ თაფ­ლო­ბის თვე­ში ვართ, შე­საძ­ლოა იმი­ტომ, რომ ხში­რად ცალკ-ცალ­კე ვცხოვ­რობთ”.

49 წლის მსა­ხი­ო­ბი ამ­ჟა­მად ვაჟ­თან ერ­თად ბო­გო­ტა­ში ცხოვ­რობს. მე­უღ­ლეს და­შორ­და, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უსა­უბ­რია. რო­დე­საც ინ­სტაგ­რამ­ზე გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა კი­თხვა მე­უღ­ლის შე­სა­ხებ და­უს­ვეს, თქვა, რომ რა­ღა­ცე­ბი მთავ­რდე­ბა და მათ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და…

 

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 328 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ხა­ლი­სით ადევ­ნე­ბენ თვალს მის ვი­დე­ო­ებს, სა­დაც მათ ვარ­ჯი­ში­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ რჩე­ვებს აძ­ლევს. თა­ვი­სუ­ფალ დროს უყ­ვარს ცურ­ვა, ცეკ­ვა, ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში და ფეხ­ბურ­თი. ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მისი ყვე­ლა­ზე დიდი დაბ­რკო­ლე­ბა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ინფორმაცია მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლით.კანდიდატი, გამოცდაზე (გეგმური გამოცდა) უარყოფითი შეფასების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ინტერვალით დაიშვება.7 კალენდარული დღის ინტერვალით გამოცდაზე გასვლა  (გეგმური გამოცდა) არის უფასო.კანდიდატს, ასევე, უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნულ ვადაზე ადრე გასვლის უფლებით, რომლის საფასური შეადგენს 30 ლარს.30 კალენდარული დღის ვადაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ვერ ჩაბარების შემთხვევაში, თეორიული გამოცდის დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

ირაკლი კობახიძე – ორმხრივი პოლიტიკური ნება თუ იქნება, რომ ქვეყნებს შორის ჯანსაღი დამოკიდებულება იყოს, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, აშშ-საქართველოს ურთიერთობები აღდგება

ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა.მისივე თქმით, თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება და სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები აღდგება.„ბევრი ნიუანსია, რა თქმა უნდა, რაც იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არსებითად შევთანხმდეთ ორმხრივ სურვილზე. თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, იმისგან განსხვავებული, რასაც ვხედავდით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ურთიერთობები აღდგება, ჩვენ გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ არის ადგილზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – რუმინულმა მხარემ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ჩვენს შორის ურთიერთობების განვითარებით, ისინი არიან საქართველოს ევროკავშირის წევრობის მხურვალე მხარდამჭერები

რუმინეთის ეკონომიკის სახელმწიფო მდივანთან საუბრის მთავარი თემა იყო ორმხრივი და მრავალხმრივი ეკონომიკური პროექტები, შესაძლო ინტერნეტკაბელის მშენებლობა შავი ზღვის ქვეშ, შუა დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდნენ სენატის პრეზიდენტს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს.„ეკონომიკის სახელმწიფო მდივანთან ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო ორმხრივი და მრავალხმრივი ეკონომიკური პროექტები, რომელიც საქართველოს და რუმინეთს აკავშირებს ერთმანეთთან. განსაკუთრებით, ეს არის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთს და უნგრეთს მოიცავს და რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის გაცვლა ქვეყნებს შორის. ასევე საუბარი იყო შესაძლო ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე შავი ზღვის ქვეშ, შუა დერეფნის განვითარებაზე და მისი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე. ასევე, საუბარი გვქონდა სამთავრობო კომისიის შემდგომი სხდომის ჩატარებაზე, ვგულისხმობ, მთავრობათშორის ეკონომიკურ კომისიას, რომელიც თბილისში უნდა ჩატარდეს უახლოეს მომავალში. შესაბამისად, საკმაოდ დეტალური და ნაყოფიერი საუბარო გამოგვივიდა, მათ შორის განვიხილეთ მოდალობები“, – აღნიშნა სამხარაძემ.რაც შეეხება რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებს, სამხარძის თქმით, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებასა და არჩევნების შემდეგ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.მისივე თქმით, რუმინეთი არის საქართველოს ევროკავშირის  წევრობის მხურვალე მხარდამჭერი.„საუბარი გვქონდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პრობლემებზე, რაც ამ პროცესს თან ახლავს. ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის აგრესიაზე, მოლაპარაკებებზე, რომელიც დაიწყო რუსეთსა და ამერიკას შორის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში რუმინეთის და საქართველოს,  ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. საუბარი გვქონდა გლობალურ ცვლილებებზე, ამ ახალ დღის წესრიგზე, ნატო-ს ფუნქციასა და როლზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ დარბაზში ვისხედით, სადაც 2008 წელა გაკეთდა განცხადება საქართველოს ნატო-ში წევრობაზე და ჩვენ გულისტკივილით აღვნიშნეთ, რომ 17 წელი გავიდა და არანაირი პროგრესი ამ მიმართულებით არ არის. ხვალ ჩვენი ვიზიტი გაგრძელდება, გვექნება შეხვედრა უკვე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან და ასევე ევროკავშირის კომიტეტის თავმდჯომარესა და წევრებთან.რუმინულმა მხარემ ცალსახად დაადასტურა, რომ დაინტერესებულია ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებით. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ დგას. ისინი არიან საქართველოს ევროკავშირში წევრობის ძალიან მხურვალე მხარდამჭერები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავებთ წევრ ქვეყნებთან, რომ პრობლემები, რომლებიც, ვფიქრობ, ხელოვნურად არის შექმნილი და არანაირი საფუძველი არ აქვს, ნელ-ნელა გადაიჭრას. ჩვენ დავუბრუნდეთ არამხოლოდ წევრ ქვეყნებთან, არამედ ზოგადად ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ნორმალურ ჯანსაღ ურთიერთობებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსის გარეთ გამოტანა მიღებული არ არის, თუმცა ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთერთობები საქართველო-აშშ-ს შორის.„ჩვენ მანამდე გავაკეთეთ არაერთ საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არა მარტო დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები. გავწეროთ ერთად კონკრეტული ამოცანები, სადაც ასახული იქნება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ასე გვესახება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ვფიქრობ, არის ღირებულებითი თანხვედრა. გახსოვთ, რას ვლაპარაკობდით გასული სამი წლის განმავლობაში და ახლა ზუსტად იგივე გზავნილებით საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრაქტიკულად ყველა თემაზე. არის თანხვედრა ხედვებს შორის, ეს არის საჯარო მოცემულობა, რასაც ყველა ხედავს. დანარჩენი, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, როგორი ნაბიჯები გადაიდგმება ორივე მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა იყო და ის მალევე შედგა.„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს რაც შეეხება, თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ დიფ სთეითი აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და დიფ სთეითის სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება დიფ სთეითის დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშ ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“, – აღნიშნა პრემიერმა.

თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია – ლაშა ბექაური სოსო ებილაშვილმა ჩაანაცვლა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ თბილისის გრანდ სლემისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა გამოაქვეყნა.წინასწარ განაცხადში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურიც იყო, თუმცა 90 კგ-ში ის სოსო ებილაშვილმა ჩაანაცვლა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის:-60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.-66 კგ – თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.-73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.-81 კგ – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.-90 კგ – ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.-100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლო ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.გოგონები:-48 კგ – ჯულიეტა როდონაია.-52 კგ – ანანო მორგოშია, თამარ სუხიაშვილი.-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური.-63 კგ – ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი.-70 კგ – მარიამ ჭანტურია.+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.თბილისის გრანდ სლემის ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს 21-23 მარტს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები