სამშაბათი, დეკემბერი 30, 2025

როგორ მოიქცა პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც შვილის გამტაცებლებს წლების შემდეგ მიაგნო – ამ ამბავმა საქართველო შეძრა

1998 წელს, პოლიციის მაღალჩინოსნის (გვარს არ ვასახელებთ) შვილი, 12 წლის გოგონა გაიტაცეს. სკოლაში წასული ბავშვი შინ არ დაბრუნდა. რაღა თქმა უნდა, მაშინვე დაიწყეს ძებნა, მაგრამ გოგონას კვალს ვერსად მიაგნეს.

ნუგზარ კურტანიძე იმ დროს ასევე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ საქმეს არ იძიებდა, მისთვის ბევრი დეტალია ცნობილი. როგორც მან „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, მამა თავად იყო ჩართული შვილის სამძებრო ოპერაციებში, თუმცა ამბავი კარგად არ დასრულებულა.

ყველაფერი კი ასე მოხდა:

გატაცებიდან მეორე დღეს, მშობლებს შეატყობინეს, რომ 100 000 დოლარის სანაცვლოდ დაუბრუნებდნენ შვილს. ეს მაშინ დიდძალი თანხა იყო და არ იყო იოლი მისი თავმოყრა. მამა ცდილობდა, პროცესი გონივრულ დრომდე გაეწელა, რომ ბავშვის ადგილსამყოფელისთვის მიეგნო, თუმცა, გამტაცებლებს ალბათ კარგად ჰქონდათ გათვლილი თითოეული ნაბიჯი, რადგან იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. ამიტომ საქმე იოლი გასახსნელი არ გამოდგა. თანაც, დრო მცირე იყო, გამტაცებლებმა სულ 2 დღე მისცეს ფულის მოსაგროვებლად. ქვეყნის მასშტაბით, ყველა განყოფილება და თითოეული პოლიციელი იყო ჩართული საქმეში, მაგრამ ყველაფერი ძალიან კონფიდენციალურად ხდებოდა. ისე, რომ ამბავი არ გახმაურებულა არც მაშინ და არც დროის გასვლის შემდეგ, რადგან მამას სხვა გეგმები ჰქონდა იმ შემთხვევისთვის, თუ საქმე სასიკეთოდ არ დასრულდებოდა.

მამამ როგორღაც მოახერხა და დამნაშავეებთან მოლაპარაკება შეძლო, რომ ფულის საშოვნელად 5 დღეზე დაითანხმა, თუმცა არც ეს 5 დღე აღმოჩნდა საკმარისი, ბავშვის კვალის მისაგნებად. თანხა შეგროვდა და მამამ იმ ადგილას მიიტანა, სადაც გამტაცებლებმა მიუთითეს. იგეგმებოდა მათი აყვანის ოპერაციაც, თუმცა, დამნაშავეებმა ისე მოახერხეს, რომ ადგილზე არ გამოჩენილან, ფული ისე გააქრეს. ბავშვი კი არ დააბრუნეს. იმ წუთიდან, რაც ფული ხელში ჩაიგდეს, მათი კვალი დაიკარგა. არავინ იცის, ბავშვი ცოცხალი დატოვეს თუ მოკლეს.

მამა შურისძიების წყურვილით აივსო და გამტაცებლების ძებნა არ შეუჩერებია. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაადგინა კიდეც, 5 გამტაცებლის ვინაობა. ისინი ქართლის ერთი სოფლის მკვიდრნი იყვნენ. ამბობენ, რომ მამა ყოფილი „მხედრიონელი“ იყო და ვიღაცამ მასზე შური იძია.

მას შემდეგ, რაც მამამ შვილის გამტაცებლებს მიაგნო, ერთი მათგანი უკვალოდ დაიკარგა. ვერც მკვდარს მიაგნეს და ვერც ცოცხალს, მინდორში სამუშაოდ წასულს. რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე სოფლიდან მეორე მამაკაცი დაიკარგა, რომლის ცხედარსაც დიდი ხნის შემდეგ, ტყეში გადააწყდნენ და ცხოველებისგან შეჭმული ტანისამოსის ნაფლეთებით ამოიცნეს.

მას კიდევ ორი ადამიანის გაუჩინარება მოჰყვა და ისინიც უგზოუკვლოდ დაიკარგნენ… როგორც ჩანს, მეხუთე გამტაცებელი მიხვდა, რომ მის გარშემო მისივე თანამზრახველები იკარგებოდნენ  და ვიდრე მასაც მიაკითხავდა შურის მაძიებელი, თავს უშველა და საქართველო დატოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა მდგომარეობაა ამ წუთისთვის რიკოთის გზა – თბილისისკენ მიმავალი !

რიკოთის გზა - თბილისისკენ მიმავალი ! გვირაბში 1 ზოლად გაჩერებულია მოძრაობა ვიმც აქეთ მოდიხართ გვირაბებში ნელა შემოდით !!!

მიხეილ ცაგარელის 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი წელი ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - მიხეილ ცაგარელის 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი:ვერძი – ვერძებისთვის წარმატების მთავარი სივრცე 2026 წელს სამშობლოა. რეკომენდებულია მეტი დრო გაატაროთ საკუთარ ქვეყანაში. უცხოეთში გამგზავრება არ არის აკრძალული, თუმცა ძირითადი წარმატება სწორედ სამშობლოში გელით. შესაძლებელია მემკვიდრეობითი საკითხების წარმატებით გადაწყვეტა. საოჯახო და სანათესავო ურთიერთობებში სტაბილურობა დამყარდება, თუმცა აუცილებელია ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება, რაც მეტ წარმატებას მოგიტანთ. წლის მეორე ნახევარი სიყვარულის პერიოდია. ვერძს შეუძლია შეხვდეს ახალ სიყვარულს ან უკვე არსებული ურთიერთობა განავითაროს და გააღრმაოს.კურო – წლის პირველ ნახევარში, ივლისის ბოლომდე, კუროებს მეტი გარჯა და აქტიურობა დასჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდე გიყვართ, სამყარო თქვენგან ითხოვს ზეაქტიურობას, მრავალფეროვან კონტაქტებს, ურთიერთობებს, მგზავრობას, მოგზაურობას, მეზობლებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან აქტიურ კავშირს, ასევე სწავლასა და განვითარებას. წლის მეორე ნახევარში შეგიძლიათ დამშვიდდეთ, არ იჩქაროთ და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ. თუ ჩართული ხართ მასმედიის სფეროში, ეს მიმართულება ერთ-ერთ მთავარ წარმატების ფაქტორად იქცევა.ტყუპები – ტყუპებისთვის 2026 წელი საინტერესოა, რადგან 26 აპრილიდან მოულოდნელობების მმართველი პლანეტა ურანი შვიდი წლით გადადის თქვენს ზოდიაქოში. ეს მოულოდნელ ცვლილებებსა და სიახლეებს მოიტანს, თუმცა თქვენთვის სიახლეები უცხო არ არის. ფინანსური თვალსაზრისით წელი ხელს უწყობს მატერიალურ მოზიდვას, ბიზნესში ჩართვას და ადრეული საქმიანობიდან დივიდენდების მიღებას. წლის პირველ ნახევარში აუცილებელია სიფრთხილე. თუ გსურთ წარმატება, უარი თქვით ფლირტზე და გამოიჩინეთ სრული ერთგულება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები არ არის გამორიცხული. 

ტრამპი: პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ – ეს არ არის კარგი, ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა, ამის...

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა.„არ მომწონს. ეს არ არის კარგი. ამის შესახებ დილით გავიგე. იცით ვინ მითხრა? პრეზიდენტმა პუტინმა. თქვა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს არ ვარგა. არ დაგავიწყდეთ, მე შევაჩერე „ტომაჰავკები“, რადგან ეს არ მსურდა. ახლა ფაქიზი პერიოდია. ამისათვის შესაფერისი დრო არ არის. ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა. მსგავსი რამის გასაკეთებლად ახლა შესაფერისი დრო არ არის და ეს არ შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინისგან გავიგე და ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა დაუშვა, რომ „შესაძლებელი“ იყო ბრალდება მცდარი ყოფილიყო და მსგავსი თავდასხმა საერთოდ არ მომხდარიყო, თუმცა შემდეგ დასძინა: „გავარკვევთ. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა ამ დილით მითხრა, რომ ეს მოხდა“.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია გადაიხედება კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის ფონზე.ლავროვმა აღნიშნა, რომ 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი.მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ამ რეზიდენციას უტევდა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქცია, რიკოთის პროექტი ამითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, დაკავშირებადობის ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის  მშენებლობის დასრულების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, რიკოთის  პროექტი ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის.„ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება, სწრაფი განვითარება და ასეთი პროექტების განხორციელება არის საუკეთესო გზა და საშუალება ამისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ყველას მინდა მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის წარმატებით დასრულება“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაგი მოსიაშვილი – ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული, დაცვის მხარე სრულად უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია.მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული.გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებების დეტალური ანალიზისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება.„2025 წლის 29 დეკემბერს ოფიციალურად ჩამბარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ოთარ ფარცხალაძის ბრალდების შესახებ დადგენილება, თუმცა ამ დრომდე დაცვის მხარეს არ გადმოგვცემია საქმის მასალები, რის გარეშეც შეუძლებელია ბრალდების შინაარსის სრულფასოვანი, ობიექტური და სამართლებრივი შეფასება.ამასთან დაკავშირებით საჭიროდ ვთვლი, მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო:პირველ რიგში, კატეგორიულად ვემიჯნებით აღნიშნული საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის ნებისმიერ მცდელობას. სამართლებრივი პროცესი არ და ვერ იქნება გამოყენებული პოლიტიკური დღის წესრიგის ან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტად.მეორე და პრინციპულად მნიშვნელოვანი – ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული. დაცვის მხარე სრულად უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს.დაცვას აქვს  რწმენა, რომ საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებების დეტალური ანალიზისა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება, ხოლო ბრალდების მხარის ყველა უსაფუძვლო ბრალდება მიიღებს სამართლებრივად სწორ პასუხს.დაცვა გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქმის ობიექტური განხილვა და სრულად დაცული იყოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები“, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.შსს-ში განაცხადეს, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

ბოლო სიახლეები