ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

როგორ ვაკურთხოთ სახლი ნაკურთხი წყლით

მართმადიდებელ ქრისტიანებში სახლის კურთხევის წესი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად. ის განასახიერებს ეკლესიათან კავშირს, ღვთის კურთხევას, ბოროტი ძალებისგან დაცვას. უმეტესად სახლის კურთხევა ხდება მასში საცხოვრებლად გადასვლის დროს, ასევე რემონტის შემდეგ. მღვდელმა ან მოსულმა სტუმრებმა შეიძლება გირჩიოთ სახლის კურთხევა, თუ ოჯახში გყავთ მძიმედ დაავადებული ადამიანი, ოჯახი გაყრის პირასაა, გყავთ პატარა ბავშვები.

საჭიროა: ნაკურთხი წყალი, ახალი თასი, ბიბლია, ხატი, კანდელი, სანთლები

მართლმადიდებლური ეკლესია მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სახლი ვაკურთხებინოთ მღვდელს. თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მოიწვიეთ მღვდელი ეკლესიიდან. როგორც წესი, ამ წესის შესასრულებლად მამაოები მოდიან საკუთარი კანდელით, ზეთით, სანთლებითა და ნაკურთხი წყლით. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, უკეთესი იქნება თუ მღვდლის მოსვლამდე მოიმარაგებთ სანთლებსა და ნაკურთხ წყალს. სანთლების შეძენა ყოველთვის შეგიძლიათ საეკლესიო მაღაზიაში. წყლის კურთხევა ხდება წელიწადში ერთხელ, ნათლისღების დღესასწაულზე. როგორც წესი, ნაკურთხი წყლის მარაგი სახლში აქვთ ეკლესიურ მორწმუნეებს, დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ.

თუ თქვენ არ გაქვთ სახლის კურთხევაზე მოძღვრის მოწვევის საშუალება, ეკლესია უშვებს იმას, რომ ერისკაცმა თავად ჩაატაროს ეს წესი.

მის შესრულებამდე სასურველია კურთხევა აიღოთ საკუთარი სულიერი მოძღვრისგან, მისი არ ყოლის შემთხვევაში ეკლესიის მღვდლისგან.

შეავსეთ თასი (სასურველია ახალი) ნაკურთხი წყლით, შეაერთეთ 3 თითი ისე, თითქოს აპირებდეთ პირჯვარის გადაწერას და ჩაჰყავით ისინი თასში. შემდეგ თითების საშუალებით მიასხით წყალი ოთახს, დაიწყეთ ხატების კუთხით და განაგრძეთ საათის ისრის მიმართულებით. საცხოვრებელი აკურთხეთ ლოცვით: ” სახელითა მაისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ”. თუ თქვენ ზეპირად იცით 90 ფსალმუნი ან მისი ამონარიდები, შეგიძლიათ მისი წარმოთქმაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინა მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია

2021-2025 წლებში უკრაინა, 9.7%-იანი წილით, ძირითადი შეიარაღების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა მსოფლიოში. უკრაინისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და პოლონეთი. ეს ინფორმაცია სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ახალ ანგარიშშია შეტანილი.ანგარიშის თანახმად, 2021-2025 წლებში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეულში შედიან:უკრაინა; ინდოეთი; საუდის არაბეთი; კატარი; პაკისტანი.დოკუემენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან, უკრაინას ძირითადი შეიარაღება, სულ მცირე, 36-მა სახელმწიფომ მიაწოდა. უმსხვილესი მიმწოდებლები არიან:აშშ (უკრაინის იარაღის იმპორტის 41%); გერმანია (14%); პოლონეთი (9.4%).ამავდროულად, SIPRI -ი აცხადებს, რომ 2025 წელს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე 2023 ან 2024 წლებში. ამის მიზეზი, კერძოდ, 2025 წელს აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებაა. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საგრძნობლად გაიზარდა აშშ-დან უკრაინაში იარაღის ექსპორტის გასაიდუმლოების ხარისხი, რაც ართულებს სანდო შეფასებების მომზადებას.2025 წელს, სულ მცირე, 25 სახელმწიფო დათანხმდა აშშ-სგან ძირითადი შეიარაღების შეძენას უკრაინისთვის გადასაცემად. ამ იარაღის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და მართვადი ბომბების მიწოდება, SIPRI-ის მიერ ფიქსირდება, როგორც აშშ-დან იარაღის ექსპორტი. იარაღის ექსპორტი მსოფლიოში ძირითადი ტიპის შეიარაღების ექსპორტის მოცულობა 2021-2025 წლებში, წინა ხუთწლიან პერიოდთან (2016-2020) შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა. ამავდროულად, რუსეთი არის ათეულში შემავალი ერთადერთი მიმწოდებელი ქვეყანა, რომლის იარაღის ექსპორტი შემცირდა. ამერიკის შეერთებული შტატები; საფრანგეთი; რუსეთი; გერმანია; ჩინეთი; იტალია; ისრაელი; გაერთიანებული სამეფო; სამხრეთ კორეა; ესპანეთი.SIPRI-ის მონაცემებით, ხუთმა უმსხვილესმა მომწოდებელმა — შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა — ამ პერიოდში მთლიანი იარაღის 70% გაყიდეს ექსპორტზე.2021-2025 წლებში, აშშ-ზე მოდიოდა იარაღის საერთაშორისო მიწოდების 4%, მაშინ როცა 2016-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 36% იყო. 2021-2025 წლებში აშშ-მ იარაღის ექსპორტი 99 ქვეყანაში განახორციელა. ამავდროულად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, აშშ-ის იარაღის ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ევროპაზე მოდიოდა (38%), და არა ახლო აღმოსავლეთზე (33%).საფრანგეთი, იარაღის გლობალური ექსპორტის 9.8-პროცენტიანი წილით, რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა, ხოლო მისი იარაღის ექსპორტი, 2016-2020 და 2021-2025 წლების პერიოდებს შორის, 21%-ით გაიზარდა.რუსეთმა მესამე ადგილი დაიკავა და ერთადერთია იარაღის ათ უმსხვილეს მიმწოდებელს შორის, რომლის ექსპორტი შემცირდა (-64%).საერთო ჯამში, რუსეთის წილი იარაღის გლობალურ ექსპორტში 21%-დან (2016-2020 წლები) 6.8%-მდე (2021-2025 წლებში) შემცირდა. 2021-2025 წლებში რუსეთი ძირითადი ტიპის შეიარაღებას 30 სახელმწიფოსა და 1 არასახელმწიფო აქტორს აწვდიდა. რუსეთის იარაღის ექსპორტის თითქმის სამი მეოთხედი (74%) 2021-2025 წლებში ინდოეთზე (48%), ჩინეთსა (13%) და ბელარუსზე (13%) გადანაწილდა.ამავდროულად, გერმანიამ ჩინეთს გადაასწრო და 2021-2025 წლებში იარაღის მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. გლობალურ ექსპორტში მისმა წილმა 5.7% შეადგინა. გერმანული იარაღის მთელი ექსპორტის თითქმის მეოთხედი (24%) უკრაინას დახმარების სახით გადაეცა, 17% კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ადვოკატის, ჩვენი კოლეგის, პაატა ბერიძის გარდაცვალების გამო. პაატა მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ადვოკატის პროფესიას და ადამიანის უფლებების დაცვას.ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას''-წერს სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი

დონალდ ტრამპი – ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართებათ, მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი „ექსკურსია“ აღმოჩნდა, ვიდრე...

ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართება მათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის თქმით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები დაგეგმილ გრაფიკზე სწრაფად  მიმდინარეობს და ეს „რამდენიმე კვირის ექსკურსიაა“.„ეს არის ექსკურსია, რომელიც ომისგან დაგვიცავს. მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია.რაც შეეხება ნავთობის ფასების მატებას, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს „საომარი ვითარების შედეგია“, თუმცა აღნიშნა, რომ ფინანსური ბაზრები მალე „ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება“.

სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.მათივე ცნობით, კანონმდებლობა განსაზღვრავს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის (პაემანის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდვის შესაძლებლობას. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვის ავტომატურად ბრალდებულის არასრულწლოვან შვილებზე გავრცელება, რადგან არ არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ხსენებულ საკითხს დაარეგულირებს.„სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით. კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.სახალხო დამცველი, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს - საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად, განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიქტორ ორბანი – უკრაინელები უკვე ემუქრებიან ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს, ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარები მოდის.„უკრაინელები უკვე ემუქრებიან ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს. ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.როგორც ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაჟ ორბანმა განმარტა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს პირდაპირ დაემუქრა და უთხრა, რომ უკრაინულმა „სასიკვდილო რაზმმა“ მათზე ყველაფერი იცის.„საკმარისია, უკრაინავ! კიდევ ერთი სკანდალური მუქარა ვიქტორ ორბანის მისამართით. დროა, უკრაინამ გაიგოს, მუქარა და დაშინება უნგრეთის წინააღმდეგ არ იმუშავებს“, – აღნიშნა ბალაჟ ორბანმა.

ბოლო სიახლეები