პარასკევი, იანვარი 16, 2026

როგორ გავიზარდოთ თმა სწრაფად ?

ლამაზი, ბზინვარე და ჯანმრთელი თმა, არამარტო სილამაზის, არამედ ჯანმრთელობის ნიშანიცაა. დღეს ძალიან მოდურია გრძელი დაშვებული თმა. შემოგთავაზებთ რეკომენდაციბს, როგორ გაიზარდოთ სწრაფად თმა ?

ნორმალური ზრდის მაჩვენებელია 1-1.5 სმ. მაგრამ ეს დამოკიდებულია სეზონზე, გენეტიკაზე, ჯანმრთელობაზე და ცხოვრების წესსზე. თმის ჯანმრთელობისა და ზრდისთვის საჭიროა ცხოვრების ჯანმთელი წესი: მრავალფეროვანი კვება, ორგანიზმის უზრუნველყოფა წყლით, რომ შენარჩუნებული იყოს ტენიენობა. სასარგებლო პროდუქტებია: რძე, მარცვლეული, ხორცი, ყველი, თევზი. გაიმდიდრეთ ორგანიზმი ვიტამინებით და უარი თქვით მავნე ჩვევებზე. თმაზე ცუდად მოქმედებს შეღებვა, ქიმიური დახვევა. თმის საშრობები, უთო, აფუჭებს თმის სტრუქტურას, ხდის მყიფე და უძლურს. იმისთვის, რომ ძირები გამაგრდეს გამოიყენეთ ზღვის მინერალებზე დამზადებული შამპუნები. კოსმეტიკური საშუალებები შემცველი სპილენძიისა და თუთიის.

ნიღბების გამოყენება აჩქარებს თმის ზრდას: შეურიეთ კვერცხის გული ერთ სუფრის კოვზ თაფლს. ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ ხახვი. უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად კარგია ლიმნის წვენი. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 30 წუთი და ჩამოიბანოთ თბილი წყლით. თუ თმა სუსტი და მშრალია უნდა დაამატოთ ზეითუნის ზეთი.

თმის სწრაფი ზრდისთვის კარგია ისეთი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: თმის ტონიკი, შრატი, ნიღბები კონდინცირებისთვის და ისეთი პროდუქცია, რომლების გამოაღვიძებს მიძინებულ ფოლეკულებს. მდოგვი, დარიჩინი და წიწაკა გამოაცოცხლებს თმის ფოეკუებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აწვდის საკვებ ნიბთიერებებს.

დაიბანეთ თმა ხშირად, რათა მოიცილოთ ქერტლი და კანის ცხიმი, რადგან ეს ხელს უშლის თმის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. მიიღეთ კონტრასტული შხაპი და რაგულარულად გაიკეთეთ თავის მასაჟი. ყოველ სამ თვეში ერთხელ მოიჭერით ბოლოები დაახლოებით 0.5-1 სმ.

შეამოწმეთ თქვენი იმუნური სისტემა, ენდოკრინოლოგიური და ნერვიული სისტამა, თირკმელზედა ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირება, აღმოფხვერით სტრესი… კარგი ჯანმრთელობა აისახება თქვენს თმებზეც.
თმის ზრდის დამხმარე ნიღბები და ინგრედიენტები: არაჟანი, კვერცხი, თაფლი…
1. კვერცხის გულს დაამატეთ თაფლი და არაჟანი, რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი და კარგად აურიეთ. ასევე გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2.აიღეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, დაამატეთ ცოტაოდენი ლიმნის წვენი, მცენარეული ზეთი და კვერცხი. აურიეთ კარგად. ეს ნიღაბი უნდა წაისვათ სველ თმაზე. შეიზილეთ ძირებში დამთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი ჩამოიბანეთ შამპუნით და კარგად შეიხვიეთ.

ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენი თმა დროთა განმავლობაში გახდეს საკმაოდ გრძელი, ჯანმრთელი და ბრწყინვალე. მოუარეთ, დაიცავით ისეთი ფაქტორებისაგან, რაც ზიანს მიაყენებს მას და დატკბით თქვენი თმის სილამაზით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია

პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.ტიმოშენკოს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო სხდომა 16 იანვარსაა დაგეგმილი.პროკურატურა პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერისთვის გირაოს სახით 50 მილიონ გრივნას ითხოვს.ტიმოშენკოს თქმით, აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.„ეს მაშინ ხდება, როდესაც თქვენ გეგმავთ გირაოს გადახდას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში. მაგრამ თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, რადგან თქვენი ანგარიშები დაბლოკილია სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც კი. ასეთია საერთაშორისო თაღლითების ანტიკორუფციული მართლმსაჯულება. თქვენ, გულუბრყვილოებო, ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთი პრიმიტიული ნაბიჯები მაიძულებს, გავიქცე ან ბრძოლაზე უარი ვთქვა. თქვენ ძალიან ცდებით“, – წერს ტიმოშენკო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, „უკრაინსკაია პრავდის“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს. პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი – პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს...

ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს - ნაწილი ციხეში წავიდა, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებზე, ნაწილი რევოლუციაზე და სულ ყველამ წააგო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული შედეგები პარტიათა დაქსაქსულობამ მოიტანა.პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება.„4 ოქტომბრის მაგალითზე რომ ვთქვათ, ისედაც ფრაგმენტირებული და დაშლილი ოპოზიცია კიდევ უფრო ფრაგმენტირებული გამოვიდა. ნაწილი ციხეში, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებში, ნაწილი რევოლუციაში და სულ ყველამ წააგო. ეს იყო პოლიტიკური პარტიების ფიასკო, თუმცა პროტესტი გრძელდება. ფიასკო იყო იმიტომ, რომ 4-5 სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდნენ. არ შედგა არც არჩევნებში მონაწილეობით დამარცხება, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ფაქტობრივად გაინადგურეს თავისი ელექტორალური ბაზა. ბოიკოტიც ვერ შედგა, რადგან როგორც მინიმუმ რამდენიმე პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ე.წ. გამოცხადებული რევოლუციაც არ შედგა იმიტომ, რომ ლიდერები არიან ციხეში, პროვოკაციას აყოლილი ხალხი არის ციხეში და ისინი კიდევ ცალკე საშველები არიან. რაც შედგა, ეს არის პარტიათა დაქსაქსულობა, რომელმაც მოიტანა ეს შედეგი.პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ პროტესტს დიდად გულზე არ ეხატება პოლიტიკური პარტიები, პროტესტი არ გამქრალა. პროტესტი არის სულის გამოძახილი რაღაც უსამართლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში არის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ასევე კარგი იქნება თუ გარკვეული ოპოზიციური პარტიები „გამსხვილდებიან“.„მე რამდენადაც ვიცი, კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის. თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, ეს უნდა იყოს ძალიან ასიმეტრიული. ეს შეიძლება იყვნენ ახლად წარმოჩენილი ლიდერები სამოქალაქო მოძრაობებიდან. პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად ყველა გათანაბრდა. ეს შეიძლება იყოს ასიმეტრიული ერთობა თუ კოორდინაცია ჯგუფების და ადამიანების, რომელმაც უნდა იბრძოლოს ერთიანი სტრატეგიით. შეიძლება ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანდეს კიდეც, ძალიან კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან. მიუხედავად იმისა, როგორი მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, ხელისუფლებას უმძიმესი სიტუაცია აქვს ქვეყანაში და მასზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლებაა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. მათი ცნობით, დ.ჩ. -ს ახლა გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით. ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

კეროლაინ ლევიტი – ირანში გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შედგა, ტრამპი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, ყველა ვარიანტი ისევ მაგიდაზეა

ირანში გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შედგა, ტრამპი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყველა ვარიანტი ისევ მაგიდაზეა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ირანში მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.„პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ირანის რეჟიმს აცნობეს, რომ თუ მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ლევიტმა.მისივე თქმით, ტრამპმა რეჟიმისგან შეტყობინება მიიღო, რომ „მკვლელობები და სიკვდილით დასჯა“ შეწყდებოდა.„პრეზიდენტმა დღეს მიიღო ინფორმაცია, რომ გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შესრულდა. პრეზიდენტი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და პრეზიდენტისთვის ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა“, – განაცხადა ლევიტმა.

ირანელ აქტივისტზე, ერფან სოლტანზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია, – ასე ეხმაურება დონალდ ტრამპი ირანის სასამართლოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირანი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანს სიკვდილით აღარ დასჯის.„პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილებების შემდეგ ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც“. ეს კარგი ამბავია. იმედია ეს გაგრძელდება“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.ცნობისთვის, 14 იანვარს მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ მომიტინგე ერფან სოლტანი. მოგვიანებით ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ 26 წლის აქტივისტი დემონსტრაციის დროს დააკავეს, თუმცა მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანიათ.

ბოლო სიახლეები