სამშაბათი, ივლისი 1, 2025

როგორ გავიგოთ ონლაინ შოპინგით შეძენილი ნივთის ხარისხი

ონლაინ სივრცეში შოპინგმა ბევრი ახალი კარი გახსნა მომხმარებლისთვის. დროის დაზოგვის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერა და ნივთი თქვენს კართანაა, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს გარკვეული მინუსები. როგორ მიხვდეთ ასეთ დროს რამდენად ღირს ნივთის შეძენა, მისი ხარისხიდან გამომდინარე?

გთავაზობთ 5 რჩევას, პროცესის მეტად გასამარტივებლად:
მოძებნეთ და შეამოწმეთ მიმოხილვები
მაშინ, როდესაც ნივთის ხარისხში ეჭვი გეპარებათ, მნიშვნელოვანია მოძებნოთ მიმოხილვები. სხვადასხვა ადამიანის მიერ დაწერილი რევიუები, რომლებმაც იგივე ნივთი იყიდეს. მაშინაც კი თუ გვერდს არ აქვს ეს ჩანართი, თქვენ შეგიძლიათ ისინი Google-ით მოიძიოთ. სწორედ აქედან შეძლებთ გაიგოთ, რას ამბობენ მომხმარებლები ნივთზე, მის ხარისხსა და მიწოდებაზე. ამართლებს თუ არა ხარისხი მათ მოლოდინებს.

მიაქციეთ ყურადღება ნივთის აღწერლობას
პროდუქტის აღწერილობა შეიძლება იყოს თქვენი საუკეთესო მეგობარი ონლაინ შოპინგის დროს. სელერი ვალდებულია შემადგენლობა დაიტანოს ეტიკეტზე. ამის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რისგანაა დამზადებული ტანსაცმელი და ეს იყოს ნივთის ხარისხის კარგი გარანტი.
 
შეამოწმეთ ფასები
მაშინ როდესაც თქვენ შეამოწმეთ მატერია, ფასი კი მასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, ჯობს თავი აარიდოთ მსგავს პროდუქციას, რადგან თავიდან აიცილოთ არასანდო სელერები. იყავით სკეპტიკურები, იხელმძღვანელეთ ფრაზით – ,,ზედმეტად კარგია დაბალი ფასისთვის“.

გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი საიტები, რომელსაც ენდობითმაშინ როდესაც საქმე ონლაინ შოპინგს ეხება, უმჯობესია ისეთი საიტების გამოყენება რომელსაც ენდობით და აქამდეც გისარგებლიათ. აღარ დაკარგოთ დრო მიმოხილვების ძიებაში, ენდეთ იმ საიტებს რომლებიც უკვე იცით, რომ კარგია, ან წარსული გამოცდილებით ხარისხიანია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის...

სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაერთი რეფორმა გატარდა მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში, დაინერგა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები და ამ მიმართულებით რეფორმების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.„საქართველო 1993 წლიდან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრია და აქტიურად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ამის დასტურია წელს წარმატებით გავლილი საერთაშორისო აუდიტი და ორგანიზაციის „თეთრ სიაში“ სტაბილური, მრავალწლიანი ადგილი.ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დარგის შემდგომ განვითარებაზე. მნიშვნელოვანი პროექტია საზღვაო სექტორის გაციფრულება. გასული წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ეროვნული საზღვაო „ერთი ფანჯრის სისტემა“, რომელმაც უკვე გაამარტივა ნავსადგურებში გემების შესვლა-გამოსვლის პროცედურები. გარდა ამისა, ნავსადგურში ლოგისტიკური პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ახალ ელექტრონულ პლატფორმას ვნერგავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით.„ჩვენ სულ უფრო მეტად ვხდებით ევროპასა და აზიას შორის საიმედო დამაკავშირებელი რგოლი „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მეზღვაურების როლსა და მნიშვნელობას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ მეზღვაურს. თქვენი გმირული შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს წინსვლა. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურის დღეს. გისურვებთ მშვიდ ზღვას, უსაფრთხო ნაოსნობას და ყოველთვის მშვიდობით დაბრუნებას სამშობლოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკა გვარამია – ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს, ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით, ოლიგარქია უნდა დაემხოს

ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს. ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.როგორც გვარამია აღნიშნავს, არაფერს არც სივრცე, არც დრო და არც აზრი აღარ რჩება, როცა მეორე მხარეს სამშობლოს გადარჩენა დგას.„ჰეი, ჯალათო ჯვებევ, ყური დაადე მიწას და კარგად მოუსმინე: „მოდის, რევოლუცია მოდის“.ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები მოდის, მძიმე შეცდომას უშვებს. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხზე მეტს ვეღარ შევჩერდებით.არაფერს არც სივრცე, არც დრო და არც აზრი აღარ რჩება, როცა მეორე მხარეს სამშობლოს გადარჩენა დგას.Amicus Plato…ოლიგარქია უნდა დაემხოს“, – აღნიშნულია ნიკა გვარამიას პოსტში.

მიხეილ ყაველაშვილი – თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს უფრო დაფასებულია, სწორი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა

თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.მიხეილ ყაველაშილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.„გილოცავთ შორეულ ნაოსნობასა და ჩვენს გვერდით მყოფ მეზღვაურებს, ამ სფეროს ვეტერანებსა და მათი ტრადიციების გამგრძელებელ მომავალ თაობას! მომავალო მეზღვაურებო, გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში,“- განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს უნიკალურ გეორგაფიულ მდებარეობასა და მსოფლიო ნაოსნობაში ქვეყნის გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება.„საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებაში საზღვაო სექტორის როლი განსაკუთრებულია. სახელმწიფო მრავალი მიმართულებით მუშაობს, რათა არსებული პოტენციალის სრულად ათვისება განხორციელდეს. მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ფონზე, საქართველომ მოახერხა უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ჩვენს ქვეყანას სანდო და საიმედო პარტნიორად აქცევს. ხელისუფლების ფრთხილი და გონივრული პოლიტიკით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროპისა და აზიის ყველაზე მოკლე და უსაფრთხო დამაკავშირებელი გზის ნაწილი. დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული როლი, რომელიც თითოეული ქართველისთვის „აბრეშუმის გზის“ სახელით არის ცნობილი,“- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული, საზღვაო-საგანმანათლებლო სისტემის მაღალი დონე, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადების შესაძლებლობას იძლევა. ამას კი ქვეყანაში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნის ყოველწლიური ზრდაც მოწმობს – ამჟამად საქართველოში 19000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.„მეზღვაურობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც ნებისყოფას, დისციპლინას და სიმტკიცეს მოითხოვს. საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული ზღვაოსნების სამშობლო, რასაც ქართული ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია უდევს საფუძვლად,“- განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მეზღვაურის პროფესია ბევრ გამოწვევასთან და რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგო.მიმართვის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიის ერთგულებისათვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

“ყველა კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ მათი 7 ნომერი…” – მაკალისტერი პსჟზე

არგენტინის ნაკრებისა და "ლივერპულის" ნახევარმცველმა, ალექსის მაკალისტერმა, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, "პარი სენ-ჟერმენის" მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გამოხატა. მაკალისტერმა ფრანგულ გრანდს „მსოფლიოს საუკეთესო გუნდი“ უწოდა და ხაზი გაუსვა კლუბის თამაშის სტილს, დისციპლინას და შემადგენლობას.მაკალისტერმა გამორჩეულად აღნიშნა "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე, 7-ნომრიანი შემტევი — ხვიჩა კვარაცხელია. არგენტინელის თქმით, ეს ფეხბურთელი ნამდვილი ვარსკვლავია და დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი თამაშით.„მათ თამაშს რომ უყურებ, გრძნობ, როგორ სწრაფად და ორგანიზებულად მოქმედებენ. ყველა ფეხბურთელი მოძრაობაშია, ბურთთან საოცრად თავდაჯერებულები არიან. ნამდვილად ტოპ-დონის გუნდია“, — განაცხადა მაკალისტერმა YouTube-შოუში La Casa del Kun, რომელსაც ყოფილი ფეხბურთელი სერხიო აგუერო უძღვება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ მეოთხმოცე სეზონი დახურა

უკვე 80-ჯერ დაიხურა თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონი. 80 წარმატებული წელი და 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ავტორის ნაწარმოებების გაცოცხლებული გმირები. „მოდინახე“ ახალგაზრდებს 80 წელია აძლევს საშუალებას გაითავისონ კლასიკური ქართული ლიტერატურა, მოირგონ თეატრალური სახეები და წარსდგნენ ერთგული მაყურებლის წინაშე. მსგავსი პროექტები მხოლოდ თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას არ ემსახურება, ესაა მეგობრობის და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის, კულტურა კი სწორედ იქ იწყება, სადაც ახალგაზრდები ენთუზიაზმით სწავლობენ და ქმნიან ღირებულს“, - ამის შესახებ სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლევან ფიფიამ „მოდინახეს“ მეოთხმოცე სეზონის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დრამატული დასის პირველი საღამო 1945 წლის 5 ნოემბერს გაიმართა.„დრამატული დასის დამაარსებელი გახლდათ არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი, შემდეგში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სამხატვრო ფონდის დირექტორი, დორიან კიტია. სხვადასხვა წლებში აქ მოღვაწეობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ჩხეიძე, დიდი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, მსახიობი ავთანდილ კახნიაშვილი, ავთანდილ გელოვანი, მარლენ კიტია, კოტე მახარაძე, გოგი ქავთარაძე, ავთანდილ ევნაძე ტელერეჟისორი ტარიელ კურცხალია, საქართველოს დამსახურებული არტისტები ბორის წიფურია, აბესალომ ლორია და მურმან ჯინორია. 1945 - 2025 წლების განმავლობაში თეატრის სცენაზე დადგმულია 100 მეტი ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.მათი ცნობით, სახალხო თეატრ-სტუდიამ წლევანდელი წელი ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღებით“ დახურა. როგორც ლევან ფიფია აცხადებს, სპექტაკლი „მოდინახეს“ სცენაზე პირველად 45 წლის წინ დაიდგა, ინსცენირება და რეჟისურა სამხატვრო ხელმძღვანელს ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის.„მოდინახემ“ წარმატებით დაასრულა 2024/2025 წლის თეატრალური სეზონი და დასკვნით წარმოდგენად მაყურებელს ნოდარ დუმბაძის უკვდავი რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თეთრი ბაირაღები“, რომელმაც დიდი მწერლის ჰუმანისტური იდეებითა და სიღრმისეული ემოციებით კიდევ ერთხელ შეგვახსენა ხელოვნების ძალა და ადამიანობის მნიშვნელობა.კულტურა სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ხელს პიროვნულ ზრდას, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარებას, ემოციური ინტელექტისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაღრმავებას უწყობს. ჩვენთვის, როგორც ტექნიკური პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლისთვის, პრიორიტეტულია არა მხოლოდ პროფესიონალი არქიტექტორების, მშენებლების, ტექნოლოგებისა და ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერების მომზადება, არამედ მათი ინტელექტუალურ ღირებულებებსა და ჰუმანისტურ პრინციპებზე დაფუძნებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეატრ-სტუდია „მოდინახე“, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს შემოქმედებითი გამოცდილების ირგვლივ აერთიანებს, აძლევს მათ თვითგამოხატვისა და პროფესიულ-საზოგადოებრივი უნარების გაძლიერების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაა რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით ვითარდება კულტურული სივრცეები. უნივერსიტეტი მხარს ვჭერს ყველა სტუდენტურ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების სიყვარულის, ეროვნული მემკვიდრეობის გაცნობასა და სულიერი ღირებულებების განმტკიცებას.მივულოცავთ თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სეზონის წარმატებით დასრულებას და დიდი მადლობა თითოეულ სტუდენტს, პედაგოგს და ორგანიზატორს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი კულტურული პროცესის შექმნაში“, - განაცხადა ლევან ფიფიამ.სტუ-ის ინფომციით, 2024/2025 წლის თეატრალურ სეზონში თეატრ-სტუდიამ ორ საერთაშორისო ფესტივალში, თურქეთსა და საქართველოში, მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, ხოლო 90-ზე მეტ სპექტაკლს 27 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოყვარულ მსახიობებს მადლობის სიგელები გადასცა.

ბოლო სიახლეები