გრილ ამინდებში გემრიელი ცხელი ყავის მირთმევას არაფერი სჯობს 🙂
ლატეს გასაკეთებლად დაგვჭირდება:
1 ჩ/კ ხსნადი ყავა,
2 ჩ/კ ცხელი წყალი,
1 ჭიქა (240 მლ) ცხელი რძე,
1–2 ჩ/კ შაქარი (ან გემოვნებით),
ათქვეფილი ნაღები,
კაკაო, ვანილის ექსტრაქტი, დაფქული მიხაკი და დარიჩნი.
1 ნაწილი
ყავა წყალში გახსენით
1 ჩ/კ ხსნადი ყავა და 1–2 ჩ/კ ცხელი წყალი ყავის ჭიქაში მოათავსეთ. ურიეთ ყავის გახსნამდე.
2 ნაწილი
დაუმატეთ შაქარი
დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. შეგიძლიათ, სურვილისამებრ, დაუმატოთ ვანილის ექსტრაქტი, დაფქული მიხაკი და დარიჩინი. როცა სასურველ ინგრედიენტებს დაუმატებთ, კოვზით კარგად მოურიეთ.
3 ნაწილი
დაუმატეთ რძე
გააცხელეთ (არ აადუღოთ) 240 მლ რძე გაზქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ცხელი რძე ჭიქაში გახსნილ ყავასა და შაქარს დაასხით. კოვზით კარგად მოურიეთ.
4 ნაწილი
მორთეთ სურვილისამებრ
ლატეს დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები. მოაყარეთ კაკაო და, სურვილისამებრ, დაფქული დარიჩინი.
5 ნაწილი
გემრიელად მიირთვით
ლატე მზადაა და გემრიელად მიირთვით