კვირა, ივნისი 29, 2025

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

29 ივნისს ქუთაისში დღისით +22 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმს სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ჭიათურაში, სადაც დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც წვიმს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმს. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმს. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია თოფურია – უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70 კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.ბრძოლის შემდეგ თოფურიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემოციების გადმოცემა ადვილი არ არის. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.„ყველა წონის საერთო რეიტინგი არ მაინტერესებს – სადაც უნდა, იქ ჩამწერონ.მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. მაგრამ ფაქტია – ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დავამარცხე, მათ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაასრულეს. ამით ძალიან ვამაყობ.ჩემ გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამას შევძლებდი. ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. შეიძლება ამპარტავნად მიმიჩნევენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ.ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა ემოციურად ცოტა უფრო რთული იყო – ის მართლა კარგი ადამიანია.რაც შეეხება ჩემს ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს, პირველ ადგილს ვოლკანოვსკისთან ნოკაუტს მივანიჭებდი, მერე მოდის ჰოლოუეი და ბოლოს – ოლივეირა.უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას“, – განაცხადა თოფურიამ.

რასა იუკნევიჩიენე – თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება

თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, საჭიროა სასწრაფოდ გადაწყვეტილებების მიღება.„ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, მომდევნო კვირის განმავლობაში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მომავალ კვირას იქნება მიღწეული.აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში კონგოსა და რუანდას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.„ვფიქრობ, მომდევნო კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ. როგორც იცით, ჩვენ ვაწვდით ფულს და საკვებს ამ ტერიტორიაზე. ჩართული ვართ, რადგან ხალხი კვდება. ვხედავ ხალხს, რომელთაც არ აქვთ საკვები, არაფერი არ აქვთ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვაწვდით ამას. ძალიან ცუდია, რომ სხვა ქვეყნები არ ეხმარებიან. არავინ ეხმარება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იაგო ხვიჩია – შეუთავსებელია, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე, გქონდეს იმედი, ის ადამიანი შიმშილობის გამო შეწუხდება და საკუთარ მიზნებზე უარს იტყვის

ერთმანეთთან შეუთავსებელია, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე. ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ, რაც ყოველთვის ადამიანურ მღელვარებას იწვევს.„ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი რაღაც მგონია – ერთი, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და მეორე, საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე. ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს. ეს არის ამ პრობლემაზე ლოგიკური მსჯელობა, თორემ, ისე, რასაკვირველია, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ და ყოველთვის ეს ადამიანურ მღელვარებას იწვევს, როგორც წესი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.მისი თქმით, შიმშილობით რა შედეგი შეიძლება მიიღოს ელენე ხოშტარიამ, მედიამ „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოს.„არ ვიცი, რა შედეგი შეიძლება მიიღოს ელენე ხოშტარიამ, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ. მე მაინც მგონია, რომ, ერთი მხრივ, რეჟიმი გეგონოს რუსული, პუტინის მიერ მართვადი და თან რევოლუციას აპირებდე, გქონდეს იმედი, რომ ის ადამიანი შიმშილობის გამო შეწუხდება, საკუთარ მიზნებზე უარს იტყვის, ერთმანეთთან შეუსაბამოა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.კითხვაზე, რევოლუციის გზა და ხელისუფლების დამხობა როგორ წარმოუდგენია, იაგო ხვიჩია პასუხობს: „სანამ რევოლუციურ კომიტეტში არ დამპატიჟებენ, არ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში ვინმე რევოლუციას აწყობს“.

ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეუბნები რომ ქართველად დავიბადე❤️მიყვარხართ ჩემო ქართველებო!!-ლაშა ბექაური

,,ვიცი რომ ქართველებს სხვანაირი სიყვარული შეგვიძლია ❤️და ამას ყოველ შემხვედრთან ვგრძნობ და ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეუბნები რომ ქართველად დავიბადე❤️მიყვარხართ ჩემო ქართველებო!!❤️თქვენთვის მოვკვდები!!!-წერს ლაშა ბექაური.

ბოლო სიახლეები