უკრაინის პრეზიდენტი მსგავს ქცევას თუ გააგრძელებს, შესაძლოა, უნგრეთის გარდა სხვა ქვეყნებმაც დაბლოკონ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი.
ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა.
რობერტ ფიცო გამოემხაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვით, ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აცნობებს.
რობერტ ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„ოფიციალურად მოვითხოვ ევროკავშირის ყველა უმაღლესი წარმომადგენლებისგან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასგან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კაია კალასისგან, გაემიჯნონ ამ აღმაშფოთებელ შანტაჟს“, – განაცხადა ფიცომ.

