შაბათი, თებერვალი 22, 2025

რობერტ ფიცო ილონ მასკს შეხვდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ვაშინგტონში ამერიკელ მილიარდერს, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილონ მასკს შეხვდა. ამის შესახებ სლოვაკეთის მედია იუწყება.

მასკთან შეხვედრის შესახებ საუბრისას, სლოვაკეთის პრემიერმა ის დაახასიათა როგორც „ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ, სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოში“.

ფიცომ თქვა, რომ მასკთან შეხვედრაზე ისაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შესახებ და შეთანხმდა „ინფორმაციის გაცვლაზე, სადაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია“.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ტარიფები, რომელთა შემოღებაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს და რა შედეგები ექნება ამას ევროკავშირისა და სლოვაკეთისთვის.

ფიცომ განაცხადა, რომ არ ელოდება მასკის ვიზიტს სლოვაკეთში მისი დატვირთული გრაფიკის გამო, ამიტომ მიიწვია მასკის გუნდის წევრები სლოვაკეთის საინვესტიციო კლიმატის გასაცნობად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა-რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში ავსტრიის ფედერალური საბჭოს ინოვაციებისა და მომავლის კომიტეტის თავმჯდომარეს და ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარეს, შტეფან შენახს და ასევე, ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ანდრეას მინიხს შეხვდა. ავსტრიის პარლამენტში გამართული შეხვედრებისას საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა საქართველოში არსებული ვითარება. ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრისას შტეფან შენახმა აღნიშნა, რომ თავად იყო არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოში ჩასული და, მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდა. „ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ავსტრიის პარლამენტში. ვისაუბრეთ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე, იმ მცდარ ნარატივებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, რომელიც ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არის გავრცელებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ავსტრიელი კოლეგებისგან მივიღეთ პირობა, რომ ისინი შეეცდებიან სიმართლე გაავრცელონ ყველა საპარლამენტო ფორუმზე, სადაც ხელი მიუწვდებათ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრებისას ასევე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. ავსტრიელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო არის ავსტრიის მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ხაზი გაესვა ავსტრიის მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. შეხვედრებისას მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხეები და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებების გავლენა როგორც ევროკავშირის, ასევე, ზოგადად, მთელი კონტინენტის უსაფრთხოებაზე.

“დიქტატურა და რეპრესიებია – ჯარიმების საშუალებით, ადამიანებს ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ” – ბაჩო ქაჯაია

"ფაქტი არის ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა. არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა" - ასე ეხმაურება ბაჩო ქაჯაია მის ხელმეორედ დაჯარიმების ფაქტს. "17 თებერვალზე არის საუბარი. ზუსტი მასალები არ ვიცი, ჯერ არ გადმომცემია და თუ იქნება ეგეც არ ვიცი. ჩემთან არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ გავუფრთხილებივარ, რომ რაიმე კანონდარღვევას ვახორციელებდი. მითუმეტეს, პირველი დაჯარიმების შემდეგ და ყოველთვის მერე შევუერთდი გადაკეტილ რუსთაველს. თვითონ ფაქტი არის აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა, იმიტომ რომ არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა. ეს არის პირდაპირი დიქტატურა, ეს არის პირდაპირი რეპრესია და იმ ჯარიმების ოდენობა იმ ადამიანების, რომლების შემოსავალიც შეიძლება ათი თვის ან თხუთმეტი თვის იყოს, ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირდაპირ გულისხმობს, რომ ადამიანებს უკრძალავენ არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას, არამედ ამ ჯარიმების საშუალებით ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ადამიანებს", - ამბობს ბაჩო ქაჯაია შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობი ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. დიპლომატის განმარტებით, შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება, ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული ადგილის შეთანხმება. რიაბკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაესწრება შეხვედრას რუსეთის ან ამერიკის მხრიდან. „არსებობს პრინციპული შეთანხმება კომპლექსური კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რათა სისტემურად და დეტალურად განვიხილოთ ე.წ. გამაღიზიანებელი საკითხების მთელი ბლოკი“, – განაცხადა რიაბკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. რიაბკოვის თქმით, ამერიკელებს დაუდასტურეს რუსეთის მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა. ცნობისთვის, ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. ვლადიმერ პუტინის თქმით, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის მიზანი რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის აღდგენა იყო. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი ორმხრივია.

VIDEO: თურქი ჟურნალისტის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან

თურქული ტელეარხ REAL TV-ის ჟურნალისტმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. პრეზიდენტმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.  

“ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია” – ოლაფ შოლცი

გერმანია მზადყოფნას გამოხატავს, მოლაპარაკებების დროს უკრაინას გვერდში დაუდგეს. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას არ მიატოვებს და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მიიღებენ. "ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ. საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის "ტრანზაქციული" და თუ ზუსტად ვთარგმნით, ეს ნიშნავს: "მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს – და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ გავაკეთებ". ეს არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია," - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ბოლო სიახლეები