ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია, ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები, ეს ორგანიზაცია შეიქმნა მტრებს შორის, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს. საქმე გვაქვს ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ამ ორგანიზაციაში ქვეყნების გაძევების ტექნიკური ინსტრუმენტები არ არსებობს, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები
„ბევრი დისკუსიაა ამ ორგანიზაციის ბუნებაზე. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩემი სიტყვა უნდა დავამატო. შესაძლოა, ეს არაპოპულარული სიტყვები იყოს, თუმცა, ტენდენციიის გაყოლის ნაცვლად, მე, როგორც გენერალურმა მდივანმა, წარმოდგენა უნდა შევქმნა, რა ტიპის ორგანიზაცია ვართ. ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია. ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები. ეს ორგანიზაცია შეიქმნა ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს. ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი. ამ ორგანიზაციაში ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურად ინსტრუმენტები, რომ გავაძევოთ ქვეყნები, არ გვქონდეს ურთიერთობა ქვეყნებთან, რომლებიც არღვევენ ვალდებულბებს. მე არ ვსაუბრობ იმ ერთ ქვყანაზე, რომელზეც ყველამ გავიფიქრეთ. მე ვსაუბრობ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც არღვევენ ეუთო-ს ვალდებულებებს. ასეთი კი ბევრია. ჩვენ თუ ვიქნებოდით ჩართული მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომელთა მიერ ვალდებულებების შესრულება უნაკლოა, ვიქნებოდით როგორც იტალიურ სიმღერაშია – „ოთხი მეგობარი ბარში“. ჩვენ ვიქნებოდით ოთხი ან ხუთი ქვეყანა, თუ ვიტყოდით, რომ მხოლოდ უნაკლო რეპუტაციის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ აქ მონაწილეობა. გამიგია, რომ მასწავლებელი როდესაც ხედავს მოსწავლის ცუდ ქცევას, ხმა უნდა ამოიღოს. აქ მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან. არ არიან ღირსეულები და უღირსები. არიან მონაწილე ქვეყნები, ყველა თანსწორი, რომელთაგან ზოგიერთი ჰელსინკის დასკვნითი აქტის დიდი, დრამატული, აღმაშფოთებელი დარღვევით გამოირჩევა და საჭიროა მათი გაკიცხვა. არიან სხვები, რომლებიც უკეთ მოქმედებენ“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ინსტრუმენტები, რომლებიც ორგანიზაციას აქვს, არის – საუბარი, ჩართულობა და სწორედ ეს გახლავ ორგანიზაციის მანდატი.
„ინსტრუმენტები, რაც ხელთ გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, ჩართულები ვართ, ეს არის ჩვენი მანდატი. ვინმე რამეს არასწორად თუ აკეთებს, ჩვენ უნდა წავიდეთ და ვთქვათ: ჰეი, შენ არასწორად იქცევი. ჩვენ ეს უნდა შევასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და მანდატი. და – დიალოგი. ვიცი, ეს არ არის ძალიან პოპულარული სიტყვა და, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დრო უნდა იყოს განხილული, თუმცა ის გაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ეს პლატფორმა არ გვჭირდება. მოდით, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეუთო-ს სულისკვეთება, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.