რობერტო მარტინესი: შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ, გოლი მალე გავუშვით – საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

Read Time:35 Second

საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა! – ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა საქართველო-პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების თამაშის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივიბით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით და მათ ამით თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენ რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. VAR-ი არათანმიმდევრული იყო. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!”, – აღნიშნა მან.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ქოჩორაშვილი: ვნახე ვიდეოები რაც საქართველოში ხდება, მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის
Next post ნიკა გვარამია: ორბანი 26 ივნისს გავაგდეთ, საკუთარ ოლიგარქს 26 ოქტომბერს მივხედავთ