ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025

“რიყის დოქები” შეძენიდან ერთ თვეში 2.8 მილიონად გაიყიდა – ობიექტის მფლობელი “მაქრო ფროფერთი” გახდა

რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა – კომპანია “რიყე დომის” მესაკუთრე 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანია “მაქრო ფროფერთი” გახდა, რომელიც “მაქრო ჰოლდინგის” ერთ-ერთი კომპანიის “მაქრო ქონსთრაქშენის” საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, “რიყე დომის” მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა.

ობიექტი დემონტაჟის შესაძლებლობით გაიყიდა, ადგილზე მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობა არის შესაძლებელი.

თავის მხრივ, “რიყე დომმა” რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია ნ.გ.ბ-იმ “მაქრო ფროფერთის” მიჰყიდა.

ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, “მაქრო ფროფერთი” იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი “როყის დოქების” ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10.8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია “რიყე დომის” წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი კი 2.84 მილიონ დოლარს.

2025 წლის 21 მაისს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის დოქების სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.

რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული.

რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამხრეთ კაროლინას შტატში მეხის ჩამოვარდნამ ელექტროგადამცემი ხაზები გაწყვიტა – კადრები მედიაში გავრცელდა [ვიდეო]

სამხრეთ კაროლინას შტატის ქალაქ მაუნთ პლეზენტში მეხის ჩამოვარდნამ, ავტომაგისტრალის გვერდით, ელექტროგადამცემი ხაზები გაწყვიტა.მეხმა დააზიანა Dominion Energy-ს ინფრასტრუქტურა და ცეცხლის ბურთი გააჩინა. ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ არ წავალთ დონბასიდან, ამას ვერ გავაკეთებთ, დონბასი რუსებისთვის არის ბიძგი სამომავლოდ ახალი თავდასხმისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ძალების დონბასიდან გასვლას გამორიცხავს.„ჩვენ არ წავალთ დონბასიდან. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. დონბასი რუსებისთვის არის ბიძგი სამომავლო ახალი თავდასხმისთვის. რამდენიმე წელი და პუტინს გახსნილი ექნება გზა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც და არა მხოლოდ. ასევე ხარკოვზე“, – განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ტერიტორიების გაცვლა ძალიან რთული საკითხია. მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხები ვერ განიხილება მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე.„მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის ჩაბარებას, რადგან ამის უფლება არ მაქვს. საქმე არ არის იმაში, რომ კონსტიტუციის უკან ვიმალები. სახელმწიფო რა არის, კერძო საკუთრებაა? დონეცკის ოლქის 30% რა არის, ჩემი კერძო საკუთრებაა? ტერიტორიების გაცვლა ძალიან რთული საკითხია, რომლის გამოყოფა შეუძლებელია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პოზიცია რჩება უცვლელი: პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება.

მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს და აგვისტოს თვის შესახებ აფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს და გასცემს რეკომენდაციას - რა ელის თითოეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს, იყვნენ თუ არა ფრთხილად და რას მიაქციონ ყურადღება, რომ აგვისტოს თვე შედარებით სტაბილურად და დანაკარგების გარეშე განვლონ:აგვისტოში, ვერძი საკმაოდ დინამიკური იქნება, ძალებით სავსე და გამოავლენს თავის საუკეთესო მხარეს. თუ პროცესებს არ გააკონტროლებთ, შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და გაჩნდეს სერიოზული ხარვეზი. მეორე დეკადა განსაკუთრებით ხელსაყრელია ქორწინებისთვის და ახალი პროექტების დასაწყებად. თვის ბოლოს მოერიდეთ სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას. ამავე პერიოდში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზება.კუროსთვის აგვისტო დინამიკური, მაგრამ დაძაბული და დამღლელი თვეა. პირველ დეკადაში აუცილებელია ილუზიებისგან თავის დაღწევა, პრობლენების მოგვარება ურთიერთობებში და რაც მთავარია, გადამწყვეტი მოქმედება. მეორე დეკადა შედარებით მშვიდი და ჰარმონიულია. მოსალოდნელია სასარგებლო კავშირების დამყარება. 20-დან 25 აგვისტომდე არ მოაწეროთ ხელი კონტრაქტებს, რადგან არასტაბილური პერიოდია და შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.ტყუპებისთვის კი აგვისტო ძალიან საინტერესო და წარმატებულია, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. მზად იქნებით რისკზე წასასვლელად, საქმეში ახალი მეთოდების გამოცდისთვის. თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულება.კირჩხიბი წინააღმდეგობებს წააწყდება 10 აგვისტომდე. მეორე დეკადაში კი მეტად წარმატებული იქნება. კარგია ამ პერიოდში ახალი საქმის დაწყება, ქორწინება, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება, იმიჯის შეცვლა. ეცადეთ, აკონტროლოთ ხარჯები.ლომისთვის აგვისტო პოზიტიური ცვლილებებისა და გარდაქმნების პერიოდია. თუ გამოიყენებთ არსებულ კავშირებს, 10-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, დღეები შედარებით წარმატებული იქნება.თვის ბოლოს იყავით ყურადღებით, რადგან დიდია მოტყუების ალბათობა.აგვისტო ქალწულებისთვის რთულია და დაძაბული, განსაკუთრებით 1-10 აგვისტო. 10-დან 20 აგვისტოს ჩათვლით კი პოზიტიური პერიოდი დაიწყება. თვის ბოლოს გაძლიერდება სასიყვარულო კავშირები. წარმატება ელის საქმიან კავშირებსაც.აგვისტოში სასწორი აქტიურად ითანამშრომლებს საქმიან პარტნიორებთან, გადაჭრის პრობლემებს, დაეხმარება სხვებს. პირველი დეკადა შედარებით რთულია, რადგან შესაძლოა, შეხვდეთ მცირე გაუგებრობები. მეორე დეკადაში კი მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, ახალი სამსახურის პოვნა.მორიელისთვის აგვისტო დატვირთული თვეა. პირველ დეკადაში აქტიური მუშაობა მოუწევს. მეორე დეკადაში კი რისკი გამართლებულია და ფინანსური კეთილდღეობაც იმატებს. თვის ბოლოს კარგია მოგზაურობა და დასვენება.აგვისტო ძალიან საინტერესო თვეა მშვილდოსნებისთვის. მოსალოდნელია ცვლილებები ცხოვრებაში, საინტერესო შეხვედრები, სულიერი განვითარება. 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, მოსალოდნელია კარიერული ცვლილება, რასაც მოჰყვება მცირე უსიამოვნება...

ბავშვები დამიანეს პირველი ნაბიჯები მამასთან ერთად: ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ოჯახური კადრები

ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს."დამიანეს პირველი ნაბიჯები", - ასე ასათაურებს ფოტოს Geo Team. ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

მარკო რუბიო – პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ტელეფონით სამჯერ თუ ოთხჯერ ისაუბრა და აქედან არაფერი გამოვიდა – ის ფიქრობს, რომ ერთი-ერთზე უნდა მოუსმინოს მას, შეაფასოს...

პრეზიდენტი ტრამპი პუტინს სამჯერ თუ ოთხჯერ ესაუბრა ტელეფონით და აქედან არაფერი არ გამოვიდა, ახლა პრეზიდენტი თვლის, რომ პუტინი პირისპირ უნდა ნახოს და შეაფასოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა 15 აგვისტოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა. “სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს შეფასებითი შეხვედრაა. ასე აღვწერდი ამას. პრეზიდენტმა პუტინთან ტელეფონით სამჯერ თუ ოთხჯერ ისაუბრა. კარგი. და აქედან არაფერი არ გამოვიდა - ან, როგორც მინიმუმ, იქამდე არ მივედით, სადამდეც გვინდოდა მისვლა. ასე რომ, პრეზიდენტი ფიქრობს: “ეს ადამიანი მაგიდასთან უნდა ვნახო”. პირისპირ უნდა ვნახო ის. ერთი-ერთზე უნდა მოვუსმინო მას. შეფასება უნდა გავაკეთო მისი დანახვით. და ადამიანებმა უნდა გაიგონ - პრეზიდენტ ტრამპისთვის შეხვედრა დათმობა არაა… შეხვედრას იმისთვის მართავ, რომ რაღაცნაირად გაერკვე და შენი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა ყველა ფაქტი მქონდეს. მინდა ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო. და პრეზიდენტს ამის გაკეთება სურს. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრის დაწყებიდან ძალიან მალევე გვეცოდინება ამ რაღაცას აქვს თუ არა წარმატების შანსი. და პრეზიდენტი შესანიშნავი შეთანხმებების მიმღწევია… საოცარი მომლაპარაკებელია. უბრალოდ არ ვამბობ ამას - ის ნამდვილად არის. ადამიანური ბუნების გაშიფვრის უზარმაზარი ინსტინქტი აქვს. ასე რომ, მას ესმის როგორ ხდება ასეთ რაღაცებში ნავიგაცია… ასე რომ, მგონი პარასკევის შეხვედრა ასეთი ხასიათის იქნება და უკეთესი წარმოდგენა გვექნება ამაზე. მარტივი არ იქნება. ეს ომი ბევრს ნიშნავს პუტინისთვის. გასულ თვეს, რუსებმა ივლისში 60,000 ადამიანი დაკარგეს - არა უგზო-უკვლოდ დაკარგულები - მკვდრები”, - განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები