პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025

„რთველი 2022“-ის ფარგლებში კახეთში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

„რთველი 2022“-ის ფარგლებში, კახეთში გადამუშავდა 20 ათას ტონამდე ყურძენი. 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 16 მლნ ლარს აღწევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რთველი აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

გადამუშავებული 20 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 70-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.

სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს.

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და ყველა აქტი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია

არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას.ირაკლი კობახიძის განცხადებით, შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება.„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რევაზ სოხაძეს გადავუხადო მადლობა საქმიანობისთვის, რომელიც იქნა დღემდე გაწეული, რათა გამოსწორდეს პრობლემური პროექტები, ასევე იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას და აღვნიშნო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ, მოგვმართონ კითხვებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ნადარეიშვილი: „იგლ ჰილს“-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის

„იგლ ჰილს“-ი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანია და მოჰამედ ალაბარი არ არის უბრალოდ მსხვილი კომპანიის ინვესტორი ან დირექტორი. ის არის გლობალური ბიზნეს ლიდერი, რომლის სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში უნიკალური პროექტები. ბიზნესში ის არის ადამიანი, რომლის პირად გადაწყვეტილებებს უყურებს მსოფლიო საინვესტიციო ბიზნეს ელიტა და ჩვენ ვგრძნობთ უკვე ამ დამოკიდებულებას, მათ შორის, სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილემ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და რეპუტაციულ ეფექტზე ისაუბრა, რომელსაც „იგლ ჰილს“-ის მიერ საქართველოში 6,5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიტანს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, „იგლ ჰილს“-თან მოლაპარაკებების პროცესი ხანგრძლივი და კომპლექსური იყო, რომელშიც საქართველოს მხრიდან ყველა უწყებამ მაღალ დონეზე იმუშავა. ამასთან, „იგლ ჰილსის“ მხრიდან, მოჰამედ ალაბარი პროექტში პირადად არის ჩართული, ხელმძღვანელობს და იღებს გადაწყვეტილებებს ძირითადად ფუნდამენტურ საკითხებზე.„ეს არის გლობალური კომპანია, გლობალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს და მისი საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს არის იმის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოა, ბიზნესის კეთების სიმარტივე. ასევე საუკეთესო დასტურია იმ რეიტინგების, რომელთაც რეპუტაბელური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წლების განმავლობაში აქვეყნებენ - საქართველო ლიდერობს, როგორც ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო და საგადასახადო გარემოს ქვეყანა, რეგულირების თვალსაზრისით, თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ა.შ. ის პაკეტი, რითაც ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს საერთაშორისო ინვესტორებთან, გამართლდა და დადასტურდა მსოფლიო დონის ინვესტორის პირადი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, 2026-2035 წლების ჩათვლით გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები, მათი განხორციელებისა და შესრულების ვადები.„მეტი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც და ის გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლის „ალუდა“ პრემიერას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ალუდა“ პრემიერას შვილებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.სპექტაკლით „ალუდა“ თეატრის 131-ე სეზონი გაიხსნა, რომელიც ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნანუკა ხუსკივაძემ დადგა. საქართველოს პრეზიდენტმა დასს დადგმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.„შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო მსახიობებს, მთლიანად დასს, სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ ასე საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ჩვენი გენიალური ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური". დღევანდელ სპექტაკლს ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა. თეატრი ძალიან დიდი ძალაა, სულიერ საზრდოს აძლევს ადამიანებს. კიდევ ერთხელ მადლობა, დასს ამ შესანიშნავი დადგმისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბუნდესტაგში ადასტურებენ პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელთან პეტერ ფიშერის შეხვედრას და უარყოფენ ინფორმაციას ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე

გერმანიის მთავრობა პასუხობს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობას, ელჩის მიერ გამართულ შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების მიზანს.როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, გერმანიის მთავრობა ადასტურებს, რომ პეტერ ფიშერი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს შეხვდა და ეს შეხვედრა 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა. როგორც გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება.„ფედერალური მთავრობა, პრინციპულად, კონფიდენციალური დისკუსიების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს“,- ნათქვამია ბუნდესტაგის პასუხში.ამასთან, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ამ პერიოდში გერმანიის ელჩი ერთხელ შეხვდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და ერთხელ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.„ფედერალური მთავრობის პასუხი პარლამენტის წევრების უდო თეოდორ ჰემელგარნის, გეროლდ ოტენის, ჰაინრიხ კოხის, პარლამენტის სხვა წევრებისა და AfD-ის საპარლამენტო ჯგუფის მცირე ინტერპელაციაზე.ფედერალური მთავრობის განმარტებადიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა კანონიერი საშუალებით ინფორმირება მიმღებ სახელმწიფოში არსებული პირობებისა და მოვლენების შესახებ და ამის შესახებ მოხსენება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობისთვის. ეს მოიცავს შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.1. ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, მართალია თუ არა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ძვირად ღირებულების ქონება იქირავა ქართველი ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან?– არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.2. ბოლო ათი კვირის განმავლობაში რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი?– აღნიშნულ პერიოდში გერმანიის ელჩი ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს შეხვდა.3. არსებობდა თუ არა ამ შეხვედრების კონკრეტული მიზეზები (იხ. კითხვა 2) და თუ კი, რა იყო ისინი?4. რა იყო ზემოაღნიშნული შეხვედრების მიზნები (იხ. კითხვა 2)?– მე-3 და მე-4 კითხვებს ერთად ვუპასუხებთ – მითითება კეთდება ფედერალური მთავრობის განმარტებაზე.5. რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე?6. რა მიზეზით გაიმართა ეს შეხვედრები საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე? – მე-5 და მე-6 კითხვებს ერთობლივად ვპასუხობთ – ფედერალური მთავრობა, პრინციპულად, კონფიდენციალური დისკუსიების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს. გარდა ამისა, ფედერალური მთავრობა აღნიშნავს, რომ მე-2 კითხვაზე პასუხში ნახსენები შეხვედრა მხოლოდ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაიმართა.7. რამდენად ხშირად ხვდებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ბოლო 12 კვირის განმავლობაში?– ამ პერიოდში გერმანიის ელჩი ერთხელ შეხვდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და ერთხელ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.8. ფედერალური მთავრობის პერსპექტივიდან, როგორ შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს?– შეხვედრები ვენის კონვენციის შესაბამისად ტარდება“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.შეგახსენებთ, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით მიმართა კითხვებით, რომლებიც 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.ამასთან, გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა.

ბოლო სიახლეები