პარასკევი, მაისი 16, 2025

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სწრაფად აღწევს იმ პოზიციას, რასაც იმსახურებს ახალ ეპოქაში.

„დიახ, თურქეთის ჰორიზონტი ფართოვდება. თურქეთის ვარსკვლავი სულ უფრო კაშკაშებს. თურქეთი დიპლომატიის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა სფეროების ახალ ლიგაში ასპარეზობს“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, იბადება ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომლის ცენტრალურ ადგილს თურქეთი იკავებს.

„ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განიარაღებასა და დაშლაზე, რასაც მრავალწლიანი ძალადობის დასრულებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სპეცსამსახურები ყურადღებით დააკვირდებიან დაჯგუფების განიარაღების პროცესს.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გუშინ ტელეფონით ოთხმხრივი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან და სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან. ასევე, ბოლო დღეებში ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, ემანუელ მაკრონთან და ჯორჯია მელონისთან. ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

მარიამ შენგელიამ ევროვიზიაზე მონაწილეობა დაასრულა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.საქართველოს წარმომადგენელი მე-10 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Freedom შეასრულა.დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.17 მაისს ევროვიზია 2025-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ასევე მის შემადგენლობაში შედიან: სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ალექსანდრე პოკლადი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე; ოლეგ ლუგოვსკოი – საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ალექსეი შევჩენკო – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; ვადიმ სკიბიცკი – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე; ევგენი შინკარიოვი – უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსანდრე დიაკოვი – უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსეი მალოვაცკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული სამმართველოს საერთაშორისო და საოპერაციო სამართლის სამმართველოს უფროსი; ალექსანდრე შერიხოვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი საოპერაციო სამმართველოს უფროსი ოფიცერი; გიორგი კუზმიჩევი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი; ალექსანდრე ბევზი – პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.შეგახსენებთ, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 16 მაისს გაიმართება. რუსეთის დელეგაციაში კი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი.

BBC-23 წლის ბლოგერი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

მექსიკაში, 23 წლის ცნობილი ბლოგერი, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.ვალერია მარკესი გვადალახარაში, საკუთარ სილამაზის სალონში იყო, როდესაც მამაკაცი შენობაში შევიდა და მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.თავდასხმის მოტივი  დადგენილი არ არის, თუმცა საქმეზე გამოძიება ფემიციდის მუხლით არის დაწყებული.ცნობისთვის, გენდერული ძალადობა მექსიკაში ფართოდ არის გავრცელებული, სადაც გაეროს მონაცემებით, ყოველდღიურად 10 ქალს ან გოგონას კლავენ პარტნიორები ან ოჯახის წევრები.

„თბილისში ჯადოა…. მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია…“ – ეზოტერიკოსი

თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია... - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო საუბრობს და თბილისში მოხშირებულ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმიანება.„თბილისში ჯადოა და ფაქტებიც არის. ძალიან უცნაურად, კარგი მძღოლები საერთოდ არაფრიდან ვარდებიან მტკვარში. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეამჩნია, როგორ დევს მთელ თბილისში უცნაური ნივთები, ქათმის ფეხები, საბავშვო ტანსაცმელები და ა.შ. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ეს ფაქტები ისე ემთხვევა ერთმანეთს... ჯადოს და დესტრუქციულ ძალებს სასულიერო პირებიც არ უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ენერგია არსებობს. ადამიანები, რომლებიც ეზიარებიან და მათ გულში ბოროტება არ არის, არანაირი ჯადო არ ემუქრებათ. ვიცი, რომ მტკვართან ბევრი მაგიური ქმედებები ხდება. მტკვარში ყრიან ბოქლომებს. რატომ ხდება მტკვარში, რადგან მოძრავი წყლის ენერგიაა. არ არის გაჩერებული. ეს ცუდი ენერგია კონკრეტულად მტკვრისკენ მიდის.ტარო ამაზე ჯერ არ გამიშლია, მაგრამ ჩემი შეგრძნებებით, ჯადოა“, - ამბობს ეზოტერიკოსი.

ბოლო სიახლეები