ჩვენ გავდივართ ძალიან მგრძნობიარე დღეებს, სადაც აუცილებელია მოთმინებით, სიმშვიდით და გონივრულად მოქმედება. ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, არ დავუშვებთ წაქეზებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციების მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„არასოდეს არ წავალთ გზებზე, რომელთაც შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ მოღალატეების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდობის უკან იმალებიან, რათა დაფარონ საკუთარი სიბინძურე“, – აღნიშნა ერდოღანმა.
პარალელურად, სტამბოლში ქალაქის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მეშვიდე დღეა, გრძელდება. სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ კვლავ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა .
ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფონზე სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.