თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი გააგრძელებს მუშაობას „თურქეთი ტერორიზმის გარეშე“ გეგმის შესაბამისად, რომლის ამოცანა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ დაშლაა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა მოელის, რომ ორივე დაჯგუფება დაიშლება და სრულიად დადებს იარაღს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
„თურქეთს არ აქვს უსაზღვრო მოთმინება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.