თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ომების შეჩერებაზე იმუშავებს.
ერდოღანის თქმით, ის ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პირადად ესაუბრა და სატელეფონო დიალოგისას ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.
„მქონდა სატელეფონო დიალოგი დონალდ ტრამპთან. მივულოცე ისტორიული გამარჯვება არჩევნებში და ყურადღება გავამახვილეთ ღაზასა და ლიბანში მიმდინარე სისხლისღვრაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი თავის მეორე ვადის განმავლობაში უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ომების დასრულების მხარეს დადგება“, – აღნიშნა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას.