რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი – თუ პუტინი არის ეგზისტენციური საფრთხე ევროპისთვის, მე ვერ ვხედავ, რომ ევროპელები შესაბამისად მოქმედებენ

Read Time:44 Second

თუ პუტინი არის ეგზისტენციური საფრთხე ევროპისთვის, მე ვერ ვხედავ, რომ ევროპელები შესაბამისად მოქმედებენ, –  ეს განცხადება რესპუბლიკლემა სენატორმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა მიუნხენის კონფრენეციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სენატორის თქმით, მას მიაჩნია, რომ ევროპა სამხედრო კუთხით უფრო მეტად თვითკმარი უნდა გახდეს, ხოლო აშშ უფრო მეტად ფოკუსირებულია აღმოსავლეთ აზიაზე.

„ჩემი პროგნოზით, აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი პაკეტის ჩავარდნის შანსები 50/50-ზეა და მისი ჩავარდნის მიზეზია, რომ აშშ უფრო მეტად არის ფოკუსირებული საკუთარ მოთხოვნილებებზე, ჩვენ უფრო მეტად ფოკუსირებულები ვართ რეალობაზე, რომ ეს დასრულდება. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ამ რეალობის მოახლოებას და არა ამ პროცესის გაჭიანურებას, რაც უკრაინელების სიცოცხლისთვის დიდ ზიანს იწვევს“, – განაცხადა ვენსმა.

ამერიკელი კანონმდებლის  თქმით, მან ხმა არ მისცა უკრაინის დახმარების პაკეტს და ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მისი მოსაზრებით, ომი უკრაინაში მოლაპარაკებებით დასრულდება.

„ჩემი აზრით, აშშ-ის პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა ამის დაჩაქარებაზე უნდა იმუშაონ და არ მოვიკატუნოთ თავი, რომ ჩვენ ამ პრობლემის სხვა სტრატეგიულ დარეგულირებამდე მიყვანა შეგვიძლია“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სად ცხოვრობს ილია თოფურიას ოჯახი და ვინ მიულოცა მას გამარჯვება?!
Next post მიხეილ სარჯველაძე: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, არგუმენტი ნახოს მოღალატეობრივი ნაბიჯის გადასადგმელად, რასაც ჰქვია სააკაშვილის შეწყალება