პარასკევი, მარტი 20, 2026

რეიჰანე ჯაბარი: დედა, სიცოცხლეზე ძვირფასო, გთხოვ ნუ იტირებ იმის გამო, რასაც ახლა ჩემგან გაიგებ

რეიჰანე ჯაბარი – 7 წელი გაატარა ევინის ციხეში, ჩამოახრჩვეს მოძალადის მკვლელობის გამო 26 წლის ასაკში.

მისი ბოლო ხმოვანი წერილი: “დედა, სიცოცხლეზე ძვირფასო, გთხოვ ნუ იტირებ იმის გამო, რასაც ახლა ჩემგან გაიგებ.. ნუ მიხვალ სასამართლოში, ნუ შეევედრები ჩემს სიკვდილისგან დახსნას! მხოლოდ ერთი ნატვრა შემისრულე, ნუ გამომაწყვდევ მიწის ტყვეობაში.. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს.. შეევედრე მათ, როგორც კი განაჩენს აღასრულებენ, წაიღონ ჩემი თვალები, გული, ძვლები, ყველაფერი რაც გადარჩება და მისცენ მათ ტრანსპლანტაციისთვის, ვისაც ეს სჭირდება. მან, ვინც ჩემს თვალებს მიიღებს, ვინც ჩემს გულს მიიღებს, არ მინდა, რომ რაიმე იცოდეს ჩემ შესახებ, უბრალოდ იყოს საჩუქარი ჩემგან. არც ყვავილები მინდა მათგან,არც ლოცვა.
არ მინდა, რომ გქონდეს ჩემი საფლავი, სადაც მოხვალ შავი კაბით და დამიტირებ. გთხოვ, ქარს გამაყოლე..
და ნუ იტირებ, ძვირფასო დედა!“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანკარაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ თურქეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიას ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.„2026 წლის 19 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არჩილ კალანდიას, თურქეთის ხელისუფლების სახელით, სამძიმარი გამოუცხადა.ანკარაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩანაწერი გააკეთა.„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას, ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ჩანაწერში.

გოგა ხაინდრავა – ფარისევლები, კოსები, კალასები, ცჰაკები, როთები, იუნკევიჩიანები, არც ერთი სამძიმარი, მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი

არც ერთი სამძიმარი, არც ერთი, მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში წერს.„ფარისევლები! თვალთმაქცნი! ქართველ ხალხზე „ზრუნვით“ „გულდათუთქული“ – ევროსკავშირის, ევროსპარლამენტის, ევროსკომისიის, ევროსსაბჭოს, ეუთო-ს ბიუროკრატები! კოსები, კალასები, ცჰაკები, როთები, იუნკევიჩიანები! არც ერთი სამძიმარი! არც ერთი!! მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

„პატრიარქს წმინდანის ხედვა ჰქონდა და თავისი ლოცვით სასწაულები მოუხდენია“ – სვიმონ ჯანგულაშვილი უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შესახებ

სვიმონ ჯანგულაშვილი უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შესახებ საუბრობს.„ყველა ქართველს სათქმელი აქვს პატრიარქზე არა მარტო დარგობრივად არამედ ადამიანურად. ყველას ჩუნქიდა სიყვარულს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ პატრიარქს წმინდანის ხედვა ჰქონდა და თავისი ლოცვით სასწაულები მოუხდენია“, - ამბობს სვიმონ ჯანგულაშვილი.ნახეთ ვიდეო სრულად ⇓

„უწმინდესო, მიყვარხარ და მეყვარები მუდამ, სანამ ცოცხალი ვარ…“ – ნიკოლოზ ხარატის ემოციური პოსტი

ნიკოლოზ ხარატის ემოციური პოსტი ილია მეორეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„როგორი ბედნიერი ვიყავი ამ დღეს… სულ მინდოდა, რომ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს შევხვედრილიყავი და, როცა შევხვდი, მისი თბილი ხელი თავზე დამადო და მისი სიკეთით სავსე ხმით დამლოცა ეს არასდროს დამავიწყდება.იმ დღიდან, როგორ გითხრათ, ცხოვრება ახლიდან დავიწყე ყველა შეცდომას ვუკვირდებოდი და ვცდილობდი გამომესწორებინა. ვერასდროს წარმომედგინა, ეს დღე თუ დადგებოდა…მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ვიზიარებ ამ უდიდეს ქვეყნის ტკივილს. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს…დღეს რომ გავიღვიძე, თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც უდიდესი ნაწილი მოაკლდა. ალბათ ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი…უმძიმესი და უდიდესი ტკივილით სავსე დღე გაგვითენდა მართლმადიდებელ ქართველებს. არ ვიცი, ამას როგორ შევეგუებით… ჩვენი ქვეყნის უდიდესი ეპოქა 17.03.2026 წელს დასრულდა.უწმინდესო, მიყვარხარ და მეყვარები მუდამ, სანამ ცოცხალი ვარ…“, - წერს ნიკოლოზ ხარატი სოციალურ ქსელში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად, უკრაინა 90 მილიარდ ევროს მიიღებს – „ამა თუ იმ გზით, ამას გავაკეთებთ“

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირისგან, ამა თუ იმ გზით, 90 მილიარდ ევროს მიიღებს.მისი თქმით, გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერშია მიღებული.„არსებობდა ერთი პირობა, რომ სამი ქვეყანა არ მიიღებდა მონაწილეობას სესხში. ეს პირობა შესრულებულია. ამიტომ, მოდით, ნათლად განვმარტოთ ჩვენი პოზიცია, სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი თავის სიტყვას არ ასრულებს. თუმცა მინდა, გავიმეორო ის, რაც კიევში უკვე ვთქვი: ამა თუ იმ გზით, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება.„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცე რჩება. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის ქარტიის პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალზე, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის უფლებაზე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა შევასუსტოთ მათი საომარი ეკონომიკა და მივიყვანოთ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მიმართ უკვე მოქმედი სანქციების ნაწილობრივ მოხსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოშტამ.

ბოლო სიახლეები