ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. მათივე განმარტებით, გვიან ღამით სროლის ხმა გაიგონეს.
„აჭარის მაუწყებლის“ ინფორმაციით, მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ნატყვიარებიც აღენიშნება.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.