კახეთში გლეხები ატმის შეღებვის ვიდეომ აღაშფოთა – სახელი გაუფუჭდა სოფელს, რომელსაც ქართული ატმის პატარა სამშობლოს ეძახიან. ვენახის მხარეში ატამი პირველად 47 წლის წინ დარგეს და დღეს ჩუმლაყი თავს უკვე ამ კულტურითაც იწონებს.
ასე გამოიყურება ანტირეკლამა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ ღებავენ სარეალიზაციო კონტეინერში ჩალაგებულ ატამს წითლად. ხილისთვის მწიფე იერის მისაცემად კი საღებავს იყენებენ. საღებავს ანოტაციაში უწერია, რომ გამოიყენება ხისა და ლითონის ზედაპირების შესაღებად. ასევე აქვს გაფრთხილება, რომ მისი გამოყენებისას აუცილებელია ხელთათმანი, სათვალე და სახის დამცავი. ანოტაციაში არ წერია, თუმცა ცხადია, რომ ის საკვებად საშიშია.
“კურიერი P.S.-მა” ერთგვარი ექსპერიმენტიც ჩაატარა. ვცადეთ, ჩვენც შეგვეღება ატამი იგივე საღებავით. ფერი არ გადასდის და ხილზე საღებავის ამოცნობაც შეუძლებელია. განმარტებებისთვის კი იდეის ავტორს მივაკითხეთ მებაღის ხუმრობის ნაკლებად სჯერათ სურსათის ექსპერტებს.
ექიმები ამბობენ, რომ ხშირია მსუბუქი ინტოქსიკაციით მიმართვიანობა, როდესაც მიზეზს ვერ ადგენენ. ინდუსტრიული საღებავით შეღებილი ხილის მიღებისას კი პირველი ეფექტი სწორედ ეს სიმპტომებია.
ინდუსტრიული საღებავით შეღებილი ატამი რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ამაში ეჭვი არავის შეაქვს, მათ შორის არც მას, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ ახლა მას მისი ხუმრობის დამტკიცება შესაბამის სამსახურებთან მოუწევს. შეღებილი ატამი ლაბორატორიაში შესამოწმებლად წაიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დაიწყო მოკვლევა, იყო თუ არა ფაქტი ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა.