შაბათი, მარტი 7, 2026

რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, პირბადე გამოიყენოს – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთობლივად – სახელმწიფომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცნტრმა მოამზადა ყველა ღონისძიება, რათა ეროვნული გამოცდების პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდაზე, ან შესაძლო შემთხვევა და ინფექცია არ გავრცელდეს.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა აბიტურიენტებს, რომ თუ მათ წინა დღეებში რესპირატორული სიმპტომები გამოუვლინდებათ, კვლევა ჩაიტარონ.

„დალაგებულია მთელი სისტემა, რომელიც გამოქვეყნებულია და გამოქვეყნდება კიდევ. მარტივად გეტყვით, ვისაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რესპირაციული სიმპტომები, თავისი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მივიდეს შესაბამის ცენტგრებში, სადაც ხდება ნაცხის აღება. აუცილებლად  უნდა გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი. 40-მდე მეტი ადგილია ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ ნაცხის აღება და პასუხის  მიხედვით წარდგნენ საგამოცდო კომისიის წინაშე“, – განაცხდა გამყრელიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა გამოცდის პერიოდში კონდიცირებისა და პირბადეების გამოყენების საკითხზე.

გამყრელიძის თქმით, ღია ფანჯრის პირობებში კონდიციონერის ჩართვისას ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, თუ რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, ეროვნულ გამოცდებზე პირბადე გამოიყენოს.

„დაახლოებით, ორი თვეა, შექმნილია ერთობლივი ჯგუფი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, სადაც დაავსდებათა კონტროლის ცენტრი თავისთავად მონაწილეობდა. ყველაზე დიდი კამათი იყო ორ საკითზე  – გამოცდებზე ვენტილაციის შესაბამის პირობებზე და პირბადის ხმარების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამცავის და პრევენციული საშუალების გამოყენების წესზე.

ამასთან დაკავშირებით იცით, რომ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო რეკომენდაციებით, უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ფანჯრები ოთახში ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, მინიმალურია საფრთხე ინფექციის გავრცელებისა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ეკეთოთ პირბადე. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს ჰქონდათ გარკვეული წუხილი, და დაგეთანხმებით, რომ პირბადე არის გარკვეულად შემწაუხებელი, დისკომფორტი  და მათი აზროვნების კონცენტრაცია ამ დროს შეიძლება, გაიფანტოს.

პირბადის გამოყენება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში ყველგან, მათ შორის აბიტურიენტიც უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტირებისას, მხედველობაში მაქვს, როცა აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, საუბრობენ, აუცულებელია, აბიტურიენტებს და ყველა იქ დამსწრე ადამიანს ჰქონდეს პირბადე.

მაგიდები არის უფრო მეჩხერად, წელს განახევრებულია, მაგიდებს შორის მარცხნივ და მარჯვნივ არის მინიმუმ ორი მეტრი დისტანცია, წინ და უკან დაახლოებით, ერთი მეტრი, არის ე.წ. დეზობარიერი. ანუ, სრულად დაცულია წინ დ აუკან, ასევე გვერდზე მჯდომი ადამიანი.

მაგიდასთან დაჯდომის დროს, ვუშვებთ, რომ აბიტურიენტს თუ არ უნდა პირბადის ტარება, მოიხსნას წერის დროს, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებლია, ესაუბროს მას პირბადით. თუ უნდა ტუალეტში გასვლა, აუცილებელია, გავიდეს პირბადით, როცა დაამთავრებს, ნაწერის ჩასაბარებლად აუცილებელია, იყოს პირბადით. ანუ, მხოლოდ მაგიდასთან მუშაობის პროცესში, თუ აწუხებს პირბადე, რეკომენდირებულია, მოიხსნას, ამისთვის მას არავინ დასჯის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გუბაზ სანიკიძე გამოკითხვის შემდეგ – შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით – არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები, თუმცა პასუხი ვერ გასცეს

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა დასრულდა.სანიკიძე სუს-ის გამომძიებლების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებასთან კითხვები თავადაც ჰქონდა, თუმცა, პასუხები ვერ მიიღო.„შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით, არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს",- განაცხადა სანიკიძემ.მან ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვა კითხვებს პასუხი არ გასცა, მათ შორის იმას, შესაძლოა თუ არა, ის ბრალდებულის ამპლუაში აღმოჩნდეს.გუბაზ სანიკიძის გარდა, გამოკითხვაზე დაბარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომლის პოზიციაც ჯერ ცნობილი არაა. ასევე, გამოიკითხებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი. ჩვენებას ისინიც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა".ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მარიამ ქვრივიშვილი – უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და საშუალოდ მშპ-ს ერთ პროცენტს

ჩვენი პოლიტიკა და ეკონომიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახებოდეს მისი და არა უცხო ქვეყნების მოქალაქეების კეთილდღეობაზე.  ეს არის ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე” გამართულ დებატებში.მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ერთ მსხვილ ჯგუფზე – სტუდენტებზე და მათ გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 37,000 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი ინდოეთიდანაა. უცხოელ სტუდენტებს შორის არიან ასევე იორდანიის, ისრაელის, სუდანის, პაკისტანის, ეგვიპტის, გაერთიანების სამეფოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.„უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და ის საშუალოდ მშპ-ს ერთი პროცენტია. ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებით ყოველწლიურად 300 მლნ ლარის შემოსავალს იღებს. ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15,500 ლარს იხდის, ასევე სხვა დამატებით სექტორებში 16,300 ლარს ხარჯავს,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის ინფორმაციით, ამ სეგმენტიდან საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები 576 მლნ ლარის მოცულობით შემოსავალს იღებენ, სხვა სექტორებზე კი ეს დადებითი ეფექტი დაახლოებით 605 მლნ ლარის ოდენობით ნაწილდება.ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა უცხოელების სხვა სეგმენტზეც, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ ტურისტებად და შემდეგ, დარჩნენ საქართველოში და დასაქმდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში ასეთი პრაქტიკა ძალიან გახშირდა, შედეგად, მთავრობამ შემოიღო საქართველოში უცხოელთა დასაქმების რეგულირება, რომლის თანახმადაც ინვესტორს, ქართველი იქნება ის, თუ უცხოელი, მოუწევს შესაბამისი სამთავრობო უწყებისთვის იმის დამტკიცება, რატომ აჰყავს სამსახურში უცხო ქვეყნის მოქალაქე და არა ადგილობრივი პერსონალი. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობის ეს წესი ემსახურება იმას, რომ დასაქმებისას საქართველოში, პირველ რიგში, ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.

ირანის ელჩი: „ირანის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი და პროპორციული პასუხი მოჰყვება

,,ახლახან ერთმა ევროპელმა დიპლომატმა მკითხა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ეხებოდა იმ პირთა დაკავებას, რომლებიც, როგორც ითქვა, ისრაელისკენ მიმავალ ენერგოგადამცემ ხაზებზე დივერსიების მოწყობას გეგმავდნენ. საპასუხოდ, ავუხსენი, რომ როდესაც ლეგიტიმური თავდაცვის ფარგლებში შესაძლებელია მტრის სამხედრო მიზნებზე რეაგირება, რა საჭიროა დივერსიული და ფარული ქმედებები? ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის ხაზს უსვამდა პასუხისმგებლიან და გამჭვირვალე მიდგომას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ამავდროულად, აშკარაა, რომ ირანის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი, პროპორციული და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა ის საკითხია, რომელიც ყველა აქტორისგან პასუხისმგებლობას მოითხოვს. არ დაგავიწყდეთ, ომი ჩვენ არ დაგვიწყია''--ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

გერმანიის ვიცე-კანცლერი – გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს, არსებობს კითხვები საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის შესახებ

გერმანია არ აპირებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში, ეს ჩვენი ომი არ არის, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.კლინგბეილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელისუფლება „ტერორისტული რეჟიმია“, საჰაერო დარტყმები, სავარაუდოდ, პრობლემის მუდმივ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს და არსებობს სერიოზული კითხვები მათ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის შესახებ.„ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამ ომში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა კლინგბეილმა.მისი თქმით, მსოფლიოში არ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი წესრიგი, სადაც „მხოლოდ ძლიერის კანონი მოქმედებს“.ამასთან, გერმანიის ვიცე-კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები კვლავ წესებზე დაფუძნებულ სისტემას უნდა დაეყრდნოს.

გივი თარგამაძე – რაც გამოვედი, მთელი „საქოცეთი“ დამტრიალებთ თავს, რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს სთხოვთ, ეგებ გააგებინოთო? –...

თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე აცხადებს, რომელიც სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.როგორც თარგამაძე სოციალურ ქსელ „ფესიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მან ქვეყანა დღეს დატოვა. ის ინტერნეტში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც მითითებულია, რომ მას უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორია თბილისის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე დატოვოს.„ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი „საქოცეთი“, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული, დამტრიალებთ თავს. დღეს, გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს სთხოვთ, ეგებ გააგებინოთო. მეგობრებს რას მიწიოკებთ, გიენებო? დაშოშმინდით. თუ ძალიან გეჩქარებათ, მაგ მედიის, ან, ახლობლების, ან, სულაც, საფოსტო მტრედების საშუალებით გამომიგზავნეთ კითხვები და ასევე გამოგიგზავნით პასუხებს. ალბათ, იქით კითხვებსაც, ან კიდევ, მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ და მერე ჩამასრულებინეთ. თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“, - წერს თარგამაძე.ცნობისთვის, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა, „როუმინგი“ და ინტერნეტი პოლონეთშიც არის და უკრაინაშიც, როგორც კი ტელეფონს ჩართავს, შეატყობინებენ, რომ გამოკითხვაზეა დაბარებული“.ცნობისთვის, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გივი თარგამაძე, გუბაზ სანიკიძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი დაიბარეს.მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა გუბაზ სანიკიძემ.გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა".ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები