შაბათი, იანვარი 18, 2025

რა უნდა გაითვალისწინონ პირველ მარტამდე მძღოლებმა

“პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამასთან, შსს-ს განმარტებით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

“ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.

საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. – მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);

საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;

საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;

ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა;

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი;

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა;

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე;

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას ულოცავს. ამის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!! ხვიჩას ვუსურვებ ძალიან ბევრი ტიტულის და, რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მოგებას“, – წერს კობახიძე. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. ქართველმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რა უნდა ეწეროს სუნამოს, რომ მისი სურნელი დიდხანს გაგყვეთ

თავდაჯერებულობა იზრდება, როცა იცი, რომ სასიამოვნო სუნი გაქვს. სწორედ ამიტომ, როდესაც თქვენ ეძებთ საუკეთესო სუნამოს, გსურთ იპოვოთ ის, რომელიც დასამახსოვრებელია და უფრო დიდხანს გაგყვებათ. რა უნდა ეწეროს სუნამოს, რომ მისი სურნელი დიდხანს გაგყვეთ გთავაზობთ მარტივს ცხრილს, რომლის საშუალებითაც გაიგებთ, რამდენად ინტენსიურია და რამდენ ხანს გაგყვებათ თქვენი სუნამოს სურნელი: Perfume/Parfum - სიძლიერე 20-30% - ხანგრძლივობა 12+ სთ Eau de Perfume/Eau de Parfum - სიძლიერე 10-20% - ხანგრძლივობა 8+ სთ Eau de Toilette - სიძლიერე 5-15% - ხანგრძლივობა 4-7 სთ Eau de Cologne - სიძლიერე 2-4% - ხანგრძლივობა 2-3 სთ Eau Fraiche - სიძლიერე 1-3% - ხანგრძლივობა 2 სთ Perfume Oil - სიძლიერე 10-20% - ხანგრძლივობა 8 სთ

ხვიჩა კვარაცხელია – დიდი პატივია პსჟ-ის მაისურის ტარება, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი

ხვიჩა კვარაცხელიას PSG TV-მ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლასა და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა. – ჩემთვის დიდი პატივია პსჟ-ის მაისურის ტარება, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი. ამით ძალიან ვამაყობ, ეს ოცნებაა და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ.რატომ გადაგაწყვიტეთ პსჟ-ში გადასვლა? – აქ ჩამოსვლის აუცილებლობაში გუნდის პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა სურს კლუბს, როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან და ეს ძალიან მომწონს. აქ ბევრმა დიდმა ვარსკვლავმა ითამაშა, ამიტომ, როცა პარიზში თამაშის შესაძლებლობა მომეცა, ბევრი არც მიფიქრია. კლუბის მოთამაშეებიდან იცნობთ ვინმეს? – დიახ, რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ – მაგალითად, ფაბიან რუისს, ვისთან ერთადაც „ნაპოლიში“ ვთამაშობდი, ჯანლუიჯი დონარუმას, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოსვლამდე ვესაუბრე. თქვენ იმუშავებთ ლუის ენრიკესთან… – ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ფეხბურთელი, რომელსაც ლუის ენრიკე წვრთნის. რა მიზნები გაქვთ? – მინდა, ახალი გამოწვევებისთვის, ოცნებებისა და მიზნებისთვის ვიბრძოლო, გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი, რათა მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში. უკვე დაათვალიერეთ „პარი სენ-ჟერმენის“ საწვრთნელი ბაზა. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები? – წარმოუდგენელი ბაზაა. აქ ყველა პირობაა, რომელიც საჭიროა დიდი მიზნების მისაღწევად. ნიჭერ ახალგაზრდებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ გაიზარდონ და წინ წავიდნენ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე პროფესიული გუნდისთვის. გულშემატკივრებს რას ეტყოდით? – მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას და დიდ ემოციებს. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს შევუერთდი და მათ ძალიან მალე ვნახავ. წყარო:1tv.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ახალი სახანძრო სპეცტექნიკა პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ტექნიკურ მახასიათებლებს. „ახალი, თანამედროვე აირწინაღები ხანძრის ქრობის პროცესში ეფექტური და მოსახერხებელია, რადგან ფართო პანორამული ტიპის სახის ნიღაბი და ჰაერის სასუნთქი მსუბუქი აპარატი გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სპეციალური ტექნიკის განახლებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დამოუკიდებლობა იარაღშია

უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის სხდომა გამართა, სადაც იარაღის წარმოებაში დამოუკიდებლობის საკითხი განიხილეს. დღის წესრიგში იყო დრონები, სარაკეტო პროგრამა და არმიის რობოტული სისტემები. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა შეიარაღების დამოუკიდებლობაზე, იუწყება UNN OP-ზე დაყრდნობით. „გავმართე შტაბის სხდომა. საკითხები სხვადასხვა იყო, თუმცა მთლიანობაში ეხებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას იარაღის კუთხით - დრონების წარმოებას, სარაკეტო პროგრამას, ტექნოლოგიურ კომპონენტებს ჯარისთვის, კერძოდ, რობოტიზირებულ სისტემებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინაში მუშაობენ დიდ შესყიდვებზე და მასშტაბურ წარმოებაზე. „მე მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, რომელიც ჩვენ გვეხმარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები