„გამომწვევი თამაშების“ სტუმრები „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი იყვნენ. ერთ-ერთ ჩელენჯში ნიკომ „ბზიკო“ „გაპრანკა“, ნახეთ სახალისო დიალოგი ↓
რა მოხდა სინამდვილეში-VIDEO: „ძალიან ეჭვიანი გახდა, ტელეფონი ჩამომართვა, მარკეტში ვეღარ ჩავდივარ ნორმალურად…“ – ნიკო ქართველის ზარი „ბზიკოსთან“
ომბუდსმენი: ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას თემით: "ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები, თანასწორობა გაძლიერება“. წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ყველა ქალისა და გოგოსთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობას და მოგვიწოდებს უფრო მეტად ვიმოქმედოთ რეალური ცვლილებების მისაღწევად, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს."ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში,"- ნათქვამია განცხადებაში.
ეპიცენტი დაახლოებით სპიტაკთანაა… – რა ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს საზღვართან, რამდენიმე წუთის წინ მომხდარ მიწისძვრაზე
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რამდენიმე წუთის წინ სომხეთში მომხდარ მიწისძვრაზე სოციალურ ქსელში წერს.„სომხეთში მიწისძვრაა, მაგნიტუდა 5.1. საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრი. დმანისის სამხრეთით. ეპიცენტი დაახლოებით სპიტაკთანაა, პან-ბაქსევანის რღვევა, პირველადი მონაცემი.“ - წერს გოგოლაძე.
საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კმ. 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.წყარი:https://ies.iliauni.edu.ge/?page_id=121
ბორჯომში მანქანა ეზოში ჩავარდა – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
ბორჯომში მანქანა ეზოში ჩავარდა.კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ცნობილი რეჟისორის, ვახტანგ მიქელაძის ცხედარი გუშინ მის ბინაში აღმოაჩინეს
გადაცემა „ადამიანი და კანონის“ შემქმნელის, ვახტანგ მიქელაძის გარდაცვალების მიზეზი გახდა ცნობილი - SHOT-ის ცნობით, ის გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.ტელეგრამის არხის ცნობით, 87 წლის ვახტანგ მიქელაძის ცხედარი ხუთშაბათს, 6 მარტს, მის ბინაში, მოსკოვში, დიმიტრი ულიანოვის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე აღმოაჩინეს. 1988-1993 წლებში მან მოაწყო ეკო-ფილმის სტუდია მოსკოვში და გახდა მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და პრეზიდენტი. 1995 წლიდან თანამშრომლობს ტელეკომპანია RTS-თან და მონაწილეობს გადაცემის "ადამიანი და კანონის" შექმნაში. მიქელაძე ბოლო წლებში მუშაობდა კინოკომპანია Sintez-Integra-სთან.