უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის მიერ, 13 აპრილის დილით ორი ისკანდერ-M/KN-23 ბალისტიკური რაკეტით ქალაქ სუმის დაბომბვის შესახებ ისაუბრა:
„რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული – ბალისტიკური დარტყმა სუმზე, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა. ბევრი ბზობის კვირას მიდიოდა ეკლესიაში, ზოგი ღვთისმსახურების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა“
მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ ეს დანაშაულებრივი თავდასხმა 112-ე და 448-ე სარაკეტო ბრიგადების რუსულმა ეკიპაჟებმა ვორონეჟის (ლესკის დასახლება) და კურსკის (ლეჟენკის დასახლება) რეგიონების ტერიტორიიდან განახორციელეს.
„ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველყოთ, რომ არც ერთი სამხედრო დამნაშავე – მათ შორის, ვინც ბრძანებებს გასცემდა დაუსჯელი არ დარჩეს“ – განაცხადა ბუდანოვმა.
მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტიც.
„მტრის რაკეტებმა დაარტყეს ქალაქის ერთ ჩვეულებრივ ქუჩას, სადაც ძირითადად საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებია… და ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ადამიანები მიდიან ეკლესიაში, ბზობის კვირას…მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქმედება, რომელმაც შეიწირა რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავდა 84 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი.