სამშაბათი, იანვარი 21, 2025

რა მაგარი ამბავია ! თიკა ფაცაცია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს რომ მისი უფროსი ვაჟი ანდრო ანთელიძე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო და ისტორიული კლუბის “ჟალგირისის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა.

“ჯერ იყო ფიბას ყველაზე ახალგაზრდა სერთიფიცირებული მწვრთნელი, შემდეგ საქართველოს 18 /20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელი … პარალელურად ცნობილი კლუბი “ჟალგირისის” ჯერ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და ახლა უკვე ამავე ჟალგირისის დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე დიდი გუნდის რომელიც ევროლიგას თამაშობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი🤩 რა იქნება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს❤️✅ ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია რომელიც უნდა იცოდეთ❤️🧿” – წერს თიკა და ვაჟის ფოტოებს აქვეყნებს.

ნახეთ ფოტოები.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის სიხარულის ცრემლები და მორიგი საოცარი გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში”

“ჰაეროვანი, უნიჭიერესი” – ნანუკა სტამბოლიშვილის მორიგი ბრწყინვალე გამოსვლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში” და უმაღლესი ქულები ჟიურისგან  

ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა – ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება გამოხატა მათ მიმართ და აღნიშნა, რომ საუკეთესო გუნდი აირჩია მთელ მსოფლიოში. „არცერთ პრეზიდენტს არ შეუძლია, აირჩიოს მომენტი, როდის შევა ისტორიაში, მაგრამ მათ შეუძლიათ, აირჩიონ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებენ“, – განაცხადა ბაიდენმა. ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის მიღწევებს და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდა პატიოსნების, ღირსებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. „არანაირი სკანდალი. არაჩვეულებრივია, რაც თქვენ გააკეთეთ“, – აღნიშნა ბაიდენმა. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, ბრძოლას არ წყვეტს: „ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას“. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამშრომლებს მოუწოდა, დარჩნენ აქტიურები საზოგადოებრივ საქმიანობაში, იქნება ეს საჯარო სამსახური, კერძო სექტორი თუ აკადემიური სფერო. ჯო ბაიდენმა გამოთქვა იმედი, რომ მათი მიღწევები და კანონები, რომლებიც მიიღეს, „მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გაიზრდება და აყვავდება“.

„აი, როგორი შეგრძნებაა გამარჯვება, ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა, მაგრამ ამ ერთს, ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა“ – ილონ მასკი

„აი, როგორი შეგრძნებაა გამარჯვება“, - ამის შესახებ, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება“. „ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. იცით, არის არჩევნები, რომელიც მოდის და მიდის. ზოგიერთი არჩევნები მნიშვნელოვანია, ზოგი არა. მაგრამ ამ ერთს, ამას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა და მე უბრალოდ მინდა გითხრათ მადლობა, რომ ეს მოხდა. გმადლობთ. ცივილიზაციის მომავალი გარანტირებულია თქვენი წყალობით. მადლობა შენ. ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები, დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯები...“, - მიმართავს ილონ მასკი დონალდ ტრამპს.

21 იანვარი-მოვლენა, რომელსაც ყველა ადამიანი იგრძნობს

მზის აფეთქებები თანდათან იკლებს, მაგრამ არასტაბილური კოსმოსური ამინდი ძლიერმა მაგნიტურმა შტორმებმა ჩაანაცვლა - მეტეოროლოგებს მათი მდგომარეობა კონტროლის ქვეშ უნდა ჰქონდეთ. 2023 წლის 20 იანვრიდან მზის აფეთქებებმა თანდათან კლება დაიწყო, მათი მნიშვნელობები ახლა C კლასის, ანუ საშუალო ზემოქმედების დონეზეა. თუ მშვიდი ტენდენცია გაგრძელდება, შემდეგ კვირაში მზე კვლავ სტაბილური გახდება. თუმცა, უახლოეს დღეებში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, მზის "კარდიოგრამის" არასტაბილურობამ დედამიწაზე გადაინაცვლა - უკვე ორი დღეა, პლანეტას დამანგრევლად ესხმის 3 მაგნიტუდის გეოზემოქმედება. შედეგად, ადრე ნაწინასწარმეტყველები ძლიერი ქარიშხალი, რომელიც 25 იანვარს უნდა დაწყებულიყო და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელებულიყო, ადრე დაიწყო. ასეთ პერიოდში მეტეოპათებმა შეიძლება თავი იგრძნონ არაკომფორტულად და დამძიმებულად, და შეიძლება იგრძნონ არა მხოლოდ ძალისა და ენერგიის დაკარგვა, არამედ წნევის მატება, თავის ტკივილი, კონცენტრაციის პრობლემები და სხვა ინდივიდუალური სიმპტომები. დღის მახასიათებლები 21 იანვარს მაგნიტოსფერულ ამინდს ძნელად შეიძლება ვუწოდოთ სტაბილური და მშვიდი, რადგან დილიდანვე დედამიწას თავს ესხმის გეოშოკები 3 ბალიანი ძალით. შედეგად, შუაღამის 12 საათამდე და საღამოს 6 საათიდან  ახალი დღის შუაღამემდე, პლანეტა ჩაეფლობა მაგნიტურ შტორმებში. მოსკოვის დროით 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე გეოზემოქმედების სიძლიერე ოდნავ შემცირდება, მაგრამ მათი გავლენა არ გაქრება - ნეიტრალური გარემოც კი, რომლის გეოზემოქმედების სიძლიერეა 2 პუნქტი, ვერ შეძლებს ნეგატივს. ეფექტი. ამ დღეს მეტეოპათებმა სჯობს მეტი დრო დაუთმონ დასვენებას და კომფორტს, თავი დაანებონ მნიშვნელოვან საქმეებს და გადადონ უფრო ხელსაყრელ დროს. დაისვენეთ მეტი, იძინეთ საკმარისი რაოდენობით, დალიეთ სუფთა წყალი და მიირთვით უცხიმო საკვები და კერძები. ასევე ეცადეთ დაიცვათ თავი სტრესისა და ნეგატივისგან – შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება.

“იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის…” – მზია ამაღლობელი ციხიდან წერილს ავრცელებს

ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა - იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ - არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს. როგორც ამაღლობელი აცხადებს, მისი დაპატიმრება „რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი და ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული“ პროცესების შედეგია. „ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, - აღნიშნავს ამაღლობელი წერილში, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს. ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები